ყველა სახის ბურღულეული ერთმანეთისაგან განსხვავდება შემადგენლობით.
ერთი შეიძლება მივიღოთ გულის დაავადებების შემთხვევაში, მეორისგან თავის შეკავება სჯობს.
ყურადღება უნდა გავამახვილოთ გლიკემიურ ინდექსზე. რაც უფრო დაბალი აქვს ის ბურღულეულს მით უკეთესია. ცნობილია, რომ შაქრის და სხვა ნახშირწყლების სიჭარბის შედეგად ინსულინორეზისტენტობა, ქოლესტერინის მაღალ დონესთან ერთად, დიდ ზიანს აყენებს სისხლძარღვებს. აღნიშნული მდგომარეობის კორექცია კვების საშუალებითაა შესაძლებელი.
რეკომენდებულია წიწიბურას, კინოას, შვრიის, ყავისფერი (არა თეთრი!) ბრინჯის მიღება. ბურღულეულიდან წიწიბურა ლიდერია В ჯგუფის ვიტამინების შემცველობით. ის ასევე მდიდარია რკინით, ფოსფორით, კალიუმით, მარგანეცით, კალციუმით, მაგნიუმით.
ქერის ბურღულეული ძალიან სასარებლოა, მაგრამ გლუტენის შემცველობის გამო ყველასათვის მისაღები შეიძლება არ აღმოჩნდეს.
ძალიან სასარგებლო შვრიის ფაფა.
ძალიან საინტერესოა ჩვენს მაგიდებზე ახალი ბურღულეული, როგორიცაა კინოა და ჯიჯლაყა (ამარანტი). ისინი ცილის შემცველობით რეკორდსმენები არიანი. ცნობისათვის, მიოკარდიუმი (გულის კუნთოვანი ქსოვილი) – ცილოვანი სტრუქტურაა.