Home რჩევები რომელია ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტები

რომელია ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტები

ანტიოქსიდანტები ორგანიზმში გარდაქმნებისა და მეტაბოლიზმის შედეგად გამოყოფილი მაქვნე ნივთიერებების გაუვნებელყოფაში მონაწილეობენ.

აქედან გამომდინარე, ანტიოქსიდანტები სხვადასხვა დაავადების პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია.

ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტებია:

შავი შოკოლადი – კვლევების მიხედვით, შოკოლადის რეგულარული მიღება ამცირებს გულის დაავადებების რისკის განვითარებას, ზრდის კარგი ქოლესტეროლის დონეს, არეგულირებს არტერიულ წნევა. მისი ეს თვისებები კი კაკაოს, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების შემცველობითაა განპირობებული;

მოცვი, ჟოლო – მოცვში შემავალი ანტიოქსიდანტები აუმჯობესებენ ტვინის ფუნქციებს. აუვნებელყოფენ თავისუფალ რადიკალებს, ამცირებენ ანთებით პროცესებს;

ბროწეული – დადებითად მოქმედებს: გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, კუჭ-ნაწლავზე, ტვინზე, ღვიძლზე. აძლიერებს იმუნურ სისტემას, გააჩნია ანტიკანცეროგენული მოქმედება;

მარწყვი – მდიდარია C ვიტამინითა და ანტიოქსიდანტებით. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები ამცირებენ გულის დაავადებების განვითარების რისკს, ამცირებენ ცუდი ქოლესტეროლის დონეს;

წითელი კომბოსტო – შეიცავს C, K ,A ვიტამინებს და მდიდარია ანტიოქსიდანტებით(მის შეფერილობას სწორედ ანტიოქსიდანტები განაპირობებს). გააჩნია ანტიკანცეროგენული მოქმედება, აძლიერებს იმუნურ სისტემას, უნარჩუნებს კანს სიჯანსაღეს;

ლობიო – ანტიოქსიანტების კარგი წყაროა, გარდა ამისა, ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას;

ისპანახი – მდიდარია მინერალებითა, ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით. შეიცავს ლუთეინს(ანტიოქსიდანტი), რომელიც თავისუფალი რადიკალების მიერ თვალების დაზიანებას უშლის ხელს