Home რჩევები როდის ხდება საცივი, კრემიანი ნამცხვრები და ხორცეული საჭმელად საზიანო- რას გირჩევთ სურსათის...

როდის ხდება საცივი, კრემიანი ნამცხვრები და ხორცეული საჭმელად საზიანო- რას გირჩევთ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი?

ახა­ლი წლის სუფ­რა ყო­ველ­თვის მდი­და­რია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კერ­ძე­ბით. ამ დღე­სას­წა­ულს ერთი უსი­ა­მოვ­ნე­ბაც ახ­ლავს – ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი სწო­რედ ამ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­გან იწამ­ლე­ბი­ან კი­დეც – ხდე­ბა მათი კვე­ბი­თი ინ­ტოქ­სი­კა­ცია. მათი შემ­დგო­მი მკურ­ნა­ლო­ბა მე­დი­კო­სე­ბის საქ­მეა, თუმ­ცა მა­ნამ­დე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ, რა პრო­დუქ­ტი უნდა მო­ვი­მა­რა­გოთ და რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მათი შე­ძე­ნი­სას, მომ­ზა­დე­ბის, შე­ნახ­ვის და გა­მო­ყე­ნე­ბი­სას.

ამა­ში სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ირაკ­ლი არა­ბუ­ლი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

– მი­ვე­სალ­მე­ბი თქვენს მკი­თხველს, დამ­დეგ ახალ წელს ვუ­ლო­ცავ. მი­ხა­რია, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, ჩემი რჩვე­ბით, მკი­თხველს გა­ვუ­ად­ვი­ლო სურ­სა­თის შერ­ჩე­ვის, მომ­ზა­დე­ბის და შე­ნახ­ვის პრო­ცე­სი. პირ­ველ რიგ­ში, რაც ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეს არის სურ­სა­თის სწო­რად შერ­ჩე­ვა. მომ­ხმა­რებ­ლებ­მა, როცა პრო­დუქ­ტებს ყი­დუ­ლო­ბენ, ყო­ველ­თვის სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი უნდა გა­ა­კე­თონ. მალ­ფუ­ჭე­ბა­დია პრო­დუქ­ტე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: ხორ­ცი, ყვე­ლი, თევ­ზი, ქა­თა­მი და სხვა ისე­თი სურ­სა­თი, რო­მელ­საც რე­ა­ლი­ზა­ცი­ის დროს სჭირ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი და სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვა. სურ­სა­თის შე­ძე­ნა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­დეს ისე­თი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პუნ­ქტებ­ში, სა­დაც და­ცუ­ლია უკვე აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რო­ბე­ბი.

კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლუ­ლია, მსგავ­სი პრო­დუქ­ტე­ბის მან­ქა­ნის სა­ბარ­გუ­ლე­ბი­დან, გზის პი­რე­ბი­დან თუ სხვა ისეთ ად­გი­ლებ­ში შე­ძე­ნა, სა­დაც ელე­მენ­ტა­რუ­ლი ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბიც არ არის და­ცუ­ლი. შემ­დე­გი რისკ-ფაქ­ტო­რი, რომ სურ­სა­თი არ გა­ფუჭ­დეს და გახ­დეს პო­ტენ­ცი­უ­რად მავ­ნე­ბე­ლი, ეს არის მისი მომ­ზა­დე­ბის წე­სე­ბის დაც­ვა, რაც გუ­ლის­ხმობს სა­ფუძ­ვლი­ან რე­ცხვა-გა­სუფ­თა­ვე­ბას, ხოლო შემ­დგომ უკვე სწორ თერ­მულ და­მუ­შა­ვე­ბას.

მა­გა­ლი­თის­თვის რომ ავი­ღოთ კვერ­ცხი, რო­მე­ლიც ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტია სხვა­დას­ხვა კერ­ძე­ბის­თვის, ასე­ვე ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­კონ­დიტ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით. აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­მო­ყე­ნე­ბის წინ გა­ი­რე­ცხოს სა­ფუძ­ვლი­ა­ნად სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რით, სახ­ლის პი­რო­ბებ­ში 1ლ წყალ­ში, 100 გრ მა­რი­ლი გან­ზა­ვე­ბით მი­ვი­ღებთ სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნარს, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით შეგ­ვეძ­ლე­ბა კვერ­ცხის და ასე­ვე სა­მუ­შაო ზე­და­პი­რე­ბის დე­ზინ­ფექ­ცია.

– ციტ­რუ­სი­თაც ხდე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის მო­წამ­ვლა…

– ციტ­რუ­სით მო­წამ­ვლა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ციტ­რუ­სე­ბი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცა­ვენ მჟა­ვებს, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის კი, ვი­საც კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მე­ბი აქვთ, რე­კო­მედ­ნი­რე­ბუ­ლია მათი ბევ­რი მი­ღე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ. მან­და­რი­ნი ალ­ბათ ის სე­ზო­ნუ­რი ხი­ლია, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლია ამ პე­რი­ოდ­ში. თუმ­ცა გვმარ­თებს ნორ­მე­ბის დაც­ვა, რად­გან ნე­ბის­მი­ე­რი სურ­სა­თი, რაც არ უნდა სა­სარ­გებ­ლო იყოს, მისი გა­და­მე­ტე­ბუ­ლი მი­ღე­ბა სა­ზი­ა­ნოა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. აქვე ვი­ტყვი, ჩემს საყ­ვა­რელ ცი­ტა­ტას „წა­მალს და სა­წამ­ლავს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა მხო­ლოდ დო­ზაა“.

– ქარ­თუ­ლი ახა­ლი წლის სუფ­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი კერ­ძია სა­ცი­ვი. ხში­რად იმ­დენს ამ­ზა­დე­ბენ, რომ ბო­ლოს ღვრი­ან კი­დეც, რად­გა­ნაც ფუჭ­დე­ბა. სა­ცი­ვის და სხვა ნიგვზი­ა­ნი კერ­ძე­ბის შემ­თხვე­ვა­ში საპ­რე­ვენ­ცი­ოდ რა უნდა ვი­ცო­დეთ და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ? რამ­დე­ნი დღე ძლებს და რა პე­რი­ო­დის შემ­დეგ არის რის­კე­ბის შემ­ცვე­ლი?

– ნიგვზი­ა­ნი კერ­ძე­ბის და ზო­გა­დად, ნე­ბის­მი­ე­რი გან­სა­კუთ­რე­ბით მალ­ფუ­ჭე­ბა­დი კერ­ძე­ბის შე­ნახ­ვის დრო არის 12-დან და 48 სა­ა­თამ­დე, რაც და­მო­კი­დე­ბუ­ლია მას­ში შე­მა­ვალ ინ­გრე­დი­ენ­ტებ­ზე და სწორ შე­ნახ­ვის მე­თო­დებ­ზე. მა­გა­ლი­თის­თვის, მომ­ზა­დე­ბის შემ­დგომ ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე კერ­ძის გა­ჩე­რე­ბა 2 სა­ათ­ზე დიდ­ხანს არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან +5 დან +65 გრა­დუს­ზე ბაქ­ტე­რი­ე­ბი სწრა­ფად მრავ­ლდე­ბი­ან, ამი­ტომ მომ­ზა­დე­ბის შემ­დეგ უნდა შე­ვი­ნა­ხოთ მა­ლე­ვე მა­ცი­ვარ­ში. თუ გვინ­და, რომ კერ­ძი დიდ­ხანს შე­ვი­ნა­ხოთ, ერთ-ერთი სწო­რი და მი­ღე­ბუ­ლი ფორ­მაა მისი პა­ტა­რა პორ­ცი­ე­ბად გა­ყინ­ვა. გა­ცხე­ლე­ბის დრო­საც პრაქ­ტი­კუ­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან მხო­ლოდ იმ­დენ რა­ო­დე­ნო­ბას გა­ვა­ცხე­ლებთ, რაც გვჭირ­დე­ბა. მი­ზან­შე­წო­ნი­ლია, რომ კერ­ძი გა­ყინ­ვის ან გაგ­რი­ლე­ბის შემ­დეგ მხო­ლოდ ერთხელ გა­ცხელ­დეს.

– კრე­მი­ა­ნი და ბე­ზე­თი მომ­ზა­დე­ბუ­ლი ნამ­ცხვრე­ბიც უხ­ვად მზად­დე­ბა… მათი ვა­დე­ბიც და­სა­ცა­ვია. რამ­დე­ნი დღის შემ­დეგ არის ისი­ნი ვა­და­გა­სუ­ლი?

– ნამ­ცხვრე­ბი და ზო­გა­დად, კრე­მი­ა­ნი სურ­სა­თი გა­დის გან­სა­კუთ­რე­ბით მალ­ფუ­ჭე­ბა­დი სურ­სა­თის კა­ტე­გო­რი­ა­ში და მათი შე­ნახ­ვის ვადა, თუ და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა მომ­ზა­დე­ბის სწო­რი მე­თო­დე­ბი, სწო­რი ნედ­ლე­უ­ლი და ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი შერ­ჩე­უ­ლი – არის 24-36 სა­ა­თი +2 დან +6 გრა­დუს­ზე, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მა­ცი­ვა­რი მუ­შა­ობ­დეს შე­სა­ბა­მის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე, მაქ­სი­მუმ +6-ზე. მა­ცი­ვა­რი რო­დე­საც ჩარ­თუ­ლია და პრო­დუქ­ტი ცი­ვია, ეს არ ნიშ­ნავს, რომ სწო­რი ტემ­პე­რა­ტუ­რაა, რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია, მა­ცი­ვარ­ში იყოს გან­თავ­სე­ბუ­ლი ცალ­კე თერ­მო­მეტ­რი, რო­მე­ლიც ზუსტ მაჩ­ვე­ნე­ბელს მოგ­ვცემს.

-ხორ­ცი­ა­ნი კერ­ძე­ბი, მათი და­მუ­შა­ვე­ბა, მომ­ზა­დე­ბა, შე­ნახ­ვა … სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე არის რო­გორც ქათ­მის, ინ­და­უ­რის, ძრო­ხის და ღო­რის ხორ­ციც…

– ხორ­ცი­ა­ნი კერ­ძე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რებ­ზე, მათი რე­ა­ლი­ზა­ცია ძა­ლი­ან ხში­რად გვხვდე­ბა ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია მათი გა­ყიდ­ვა. მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მიერ ფა­სის და ეკო­ნო­მი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის გამო ხდე­ბა პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნა. ჩემი რე­კო­მენ­და­ცი­აა, არა­სო­დეს შე­ი­ძი­ნონ ხორ­ცი იქ, სა­დაც და­ცუ­ლი არ არის არა­ნა­ი­რი პი­რო­ბე­ბი, ხორ­ცის რო­გორც გან­სა­კუთ­რე­ბით მალ­ფუ­ჭე­ბა­დი სურ­სა­თის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის. ხორ­ცი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ად­გი­ლას უნდა ინა­ხე­ბო­დეს სა­მა­ცივ­რე პი­რო­ბებ­ში, მაქ­სი­მუმ: +6 გრა­დუს­ზე, უნდა ჰქონ­დეს ვე­ტე­რი­ნა­რის მიერ გა­ცე­მუ­ლი ცნო­ბა (ფორ­მა N2), თან ხორ­ცზე უნდა ერტყას ვე­ტე­რი­ნა­რის ბე­ჭე­დი. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ დაკ­ვლის წინ მოხ­და ცხო­ვე­ლის შე­მოწ­მე­ბა და შემ­დგომ უკვე დაკ­ვლის მერე. ასე­თი ხორ­ცი უვ­ნე­ბე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ზა­დე­ბას, შემ­წვა­რი ხორ­ცის შემ­თხვე­ვა­ში, სა­სურ­ვე­ლია მომ­ზა­დე­ბის დროს, ნა­ჭე­რის ყვე­ლა­ზე ღრმა ად­გი­ლას, საკ­ვე­ბი თერ­მო­მეტ­რით გა­ი­ზო­მოს შიდა ტემ­პე­რა­ტუ­რა. ხორ­ცის შემ­თხვე­ვა­ში უნდა იყოს 65℃, თევ­ზის შემ­თხვე­ვა­ში – 63℃, ხოლო ქათ­მის ხორ­ცის შემ­თხვე­ვა­ში – 73℃, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ პრო­დუქ­ტი უვ­ნე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის­თვის.