Home რჩევები როდის გვემუქრება დეჰიდრატაციის საფრთხე

როდის გვემუქრება დეჰიდრატაციის საფრთხე

დეჰიდრატაცია ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი კარგავს იმაზე მეტ სითხეს, ვიდრე იღებს.

დეჰიდრატაციისას სხეულის ნორმალური წყლის შემცველობა იკლებს. ადამიანის სხეულის დაახლოებით 60% წყალია, აქედან გამომდინარე მისი დეფიციტი ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას აფერხებს.

დეჰიდრატაციის განვითარებას იწვევს:

წყლის არასაკმარისი რაოდენობით მიღება;

ისეთი ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ხშირ შარდვას ან გაძლიერებულ ოფლიანობას იწვევს(დიაბეტი, თირკმლის დაავადებები), ასევე იმ პროდუქტების მოხმარება, რომლებიც შარდვას აძლიერებს(ყავა);

მედიკამენტები, რომლებიც შარდვას და ოფლიანობას აძლიერებენ;

დიარეა/ღებინება;

მაღალი ტემპერატურა

ამასთან, დეჰიდრატაციის განვითარების რისკ-ფაქტორია ასაკი, რომლის მატებასთან ერთად მცირდება სხეულის სითხის მარაგი, სხეულის მიერ წყლის შენახვის უნარი, სუსტდება წყურვილის გრძნობა.

დეჰიდრატაცია ადვილად შეიძლება განვითარდეს ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში ცხელების, დიარეის, ღებინების შედეგად. მათი ინტენსიური მეტაბოლიზმის გამო ყოველდღიურად უფრო მეტ სითხეს კარგავენ ვიდრე მოზრდილები.

დეჰიდრატაციის ნიშნებია:

თავის ტკივილი;

სისუსტე;

თავბრუსხვევა;

პირის სიმშრალე;

წყურვილის შეგრძნების თავიდან აცილება;

შარდის მუქი შეფერილობა

 

დეჰიდრატაციის საუკეთესო პრევენცია საკმარისი რაოდენობით წყლის სმა, ასევე ხილისა და ბოსტნეულის მიღებაა, ვინაიდან მათში მაღალია წყლის შემცველობა.