ნუშურა ჯირკვლების ამოკვეთის წინააღმდეგჩვენებები:
- აბსოლუტური (კატეგორიულად არ შეიძლება ოპერაციის გაკეთება):
სიმსივნური დაავადებები;
სისხლისა და ძვლის ტვინის დაავადებები, რომლებიც სისხლის შედედების სისტემის დაზიანებასთან არის დაკავშირებული;
პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი;
მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის დეკომპენსაცია;
გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების დეკომპენსაცია;
დეკომპენსირებული ფილტვისმიერი დაავადებები;
აქტიური ტუბერკულოზი.
- დროებითი წინააღმდეგჩვენებები (მიზეზის მოცილების შემდეგ შესაძლებელია ტონზილექტომიის ჩატარება):
მწვავე ინფექციები (რესპირატორული, ჰაიმორიტი, რინიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ბრონქიტი);
ქრონიკული დაავადებების გამწვავება;
ორსულობა.
ნუშურა ჯირკვლების ამოკვეთის შედეგები
ტონზილექტომიის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს გართულებები:
სისხლდენა,
ინფექცია,
ქსოვილების დამწვრობა.
ასევე შესაძლოა სხვა შორეული შედეგების განვითარება, კერძოდ:
ადგილობრივი უჯრედული იმუნიტეტის დაქვეითება;
ჰუმორული იმუნური პასუხის შესუსტება;
სასუნთქი გზების ინფექციები: ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი;
ალერგიული ბრონქოსპაზმები (ბრონქული ასთმა), მათ შორის, ინფექციურ-ალერგიული ბუნების.