ყავის დალევის საუკეთესო დროის შესახებ დებატები გრძელდება.
ყველაზე ხშირად სვამენ დილით გასაღვიძებლად და გასამხნევებლად. ზოგჯერ მას იყენებენ საკვების, მაგალითად, იგივე საუზმის ნაცვლად.
როდის არის უკეთესი ყავის დალევა – ჭამის წინ, დროს თუ მის შემდეგ?
საკვებთან კორელაციის მომენტისთვის პირობითად ჯანმრთელი ადამიანისთვის ყავის მიღებაზე განსაკუთრებული შეზღუდვები არ არსებობს.
გამონაკლისს წარმოადგენენ კუჭის წყლულის, კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე ადამიანები. მათთვის უზმოზე
ყავა უკუნაჩვენებია, განსაკუთრებით ესპრესო.
ყავის უსაფრთხოდ დასალევად:
- შეეცადეთ არ გადააჭარბოთ დღეში სამ ფინჯანს;
- არ დალიოთ ყავა უზმოზე, რადგან ეს ქმნის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი ქრონიკულ დაავადებების განვითარების საფრთხეს, როგორებიცაა: გასტრიტი, პეპტიკური წყლული, ქრონიკული პანკრეატიტი;
- არ შეურიოთ ყავა და ალკოჰოლი, რადგანაც შესაძლოა ამან გულ-სისხლძარღვთა და ღვიძლის აქტივობის მკვეთრი მატება გამოიწვიოს;
- ბოლო ფინჯანი ყავა დალიეთ დაძინებამდე ოთხი საათით ადრე, ნერვულ სისტემაზე და ძილის ხარისხზე გავლენის გამო.
- ყავამ შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის და არტერიული წნევის უმნიშვნელო მატება ნორმალური წნევის მქონე ადამიანებში, ხოლო ჰიპერტენზიის დროს ის ამაღლებს მას უფრო მეტად, მაგრამ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, ამიტომ ჰიპერტენზია და ყავა საკმაოდ თავსებადია, თუ ზომერება იქნება დაცული.
ყავის დალევა ოპტიმალურია საუზმის და ლანჩის შემდეგ ან მის დროს.