Home დღის ამბები საზოგადოება როდიდან გამოიდარებს და რას ამბობს სინოპტიკოსი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ “საქართველოს ქარიშხალი უახლოვდება”...

როდიდან გამოიდარებს და რას ამბობს სინოპტიკოსი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ “საქართველოს ქარიშხალი უახლოვდება” – ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

ამინ­დთან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა. წერ­დნენ იმა­საც, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ძლი­ე­რი ქა­რის მა­სე­ბი უახ­ლოვ­დე­ბა. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ურ ცენ­ტრს და­ვუ­კავ­შირ­დით.

“სი­ცი­ვე იქ­ნე­ბა დღეს, უფრო სუს­ტად კი ხვალ და 2 აპ­რი­ლი­დან, რო­გორც და­სავ­ლეთ­ში, ისე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­ი­მა­ტებს, მზი­ა­ნი, უქა­რო ამინ­დე­ბი გვექ­ნე­ბა. 7-მდე ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბა არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი” – გვე­უბ­ნე­ბა გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლის­ტი, სი­ნოპ­ტი­კო­სი თა­მარ პა­პაშ­ვი­ლი:

– ის, რაც გა­სუ­ლი დღე­ე­ბის მან­ძილ­ზე იყო აჭა­რა-გუ­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ძლი­ე­რი ქა­რის ქრო­ლა, თუნ­დაც თბი­ლი­სის ქარი, ამის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ იყო პროგ­ნო­ზი გა­კე­თე­ბუ­ლი… რე­ა­ლუ­რად თბი­ლი­სის­თვის 32 მეტ­რი წამ­ში ანო­მა­ლუ­რი არ არის, რაც გა­რე­უბ­ნებ­ში (ნუ­ცუ­ბი­ძის ფერ­დო­ბი, დიდი დი­ღო­მი, ვარ­კე­თი­ლი, აე­რო­პორ­ტის და­სახ­ლე­ბა, თვი­თონ აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რია) და­ფიქ­სირ­და. ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 20 მეტ­რი წამ­ში გახ­ლდათ. ასე რომ, ძლი­ე­რი ქარი უკვე იყო. დღეს, რო­გორც გი­თხა­რით, ქარი შე­სუს­ტდე­ბა, ისე­თი ძლი­ე­რი, რო­გორც გუ­შინ, აღარ იქ­ნე­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ნა­ლე­ქი, ანუ შე­საძ­ლე­ბე­ლია მცი­რე ნა­ლე­ქი აღი­ნიშ­ნოს, კერ­ძოდ, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, კა­ხეთ­ში, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში, მა­ღალ მთა­ში თოვ­ლის სა­ხით.

– ანუ ეს დღეს და ღა­მით?

– კი, ხვალ დღი­სით გა­მო­ი­და­რებს და­სავ­ლე­თის უმე­ტეს რა­ი­ო­ნებ­ში და აღ­მო­სავ­ლეთ­ში. 2 აპ­რილს კარ­გი ამინ­დია, მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­ი­მა­ტებს, 3-ში ასე­ვე კარ­გი ამინ­დი გვე­ლის, იქ­ნე­ბა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო. სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში შე­იძ­ლე­ბა მცი­რე, უმ­ნიშ­ვნე­ლო ნა­ლე­ქი აღი­ნიშ­ნოს. იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა 4-ში, 5-სა და 6-ში. 7 აპ­რილს ვე­ლო­დე­ბით ამინ­დის ცვლი­ლე­ბას. წვი­მა შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის ფონ­ზე იქ­ნე­ბა.

– ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს ძლი­ე­რი ქა­რიშ­ხა­ლი უახ­ლოვ­დე­ბა…

– არა­ნა­ი­რი ქა­რიშ­ხა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს არ უახ­ლოვ­დე­ბა, მსგავ­სი რამ გა­მო­რი­ცხუ­ლია. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, რო­გორც ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე და თბი­ლი­სის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, ამას არ გას­ცდე­ბა. სა­ერ­თოდ, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე მოქ­მე­დებს… ახლა 1-ში ეს დას­რუ­ლე­ბა და 2-დან ვე­ლო­დე­ბით ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას.

– ყინ­ვა არის სად­მე მო­სა­ლოდ­ნე­ლი?

– არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ერ­თა­დერ­თი, შიდა ქარ­თლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას, ვთქვათ, თეთ­რი­წყა­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და მთებ­ში და მა­ღალ მთებ­ში, ოღონდ, დღი­სით, სა­უ­ბა­რია ღა­მის ტემ­პე­რა­ტუ­რებ­ზე.