ჯეფ ბეზოსის ცხოვრება 1994 წლის 5 ივლისს, Amazon-ის დაფუძნების შემდეგ შეიცვალა. 2021 წელს მან Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა და ვაკანტური პოზიცია ვებ სერვისების ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ენდი ჯასიმ დაიკავა.
მიუხედავად იმისა, რომ ბეზოსი „პენსიაზე გავიდა“ და კომპანიის მართვის აქტიურ პრცესებს გაერიდა, Bloomberg-ის ა და Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში მოწინავე პოზიციას არ თმობს და 143.2 მილიარდი დოლარით მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის გვევლინება.
საინტერესოა, როგორ ცხოვრობს ჯეფ ბეზოსი მას შემდეგ, რაც ბიზნესის წარმოების აქტიურ პროცესს გამოეთიშა:
მოგზაურობა მსოფლიოში 400 მილიონი დოლარის ღირებულების იახტით
2021 წლის მაისში ბეზოსი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მისი 400 მილიონ დოლარიანი იახტის გამო მოექცა. 417-ფუტიანი იახტაზე 45 მგზავრი ეტევა და მილიარდერს მასზე ხშირად აფიქსირებენ.
სარგებლობს მისი მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონებით
ჯეფ ბეზოსის უძრავი ქონება, 500 მილიონ დოლარზე მეტად არის შეფასებული. Land Report-ის მიხედვით, 2017 წლის მონაცემებით, ბეზოსი 28-ე უმსხვილესი მიწის მესაკუთრე იყო შეერთებულ შტატებში. მილიარდერი ქონებას მთელი სხვადასხვა კონტინენტებზე ფლობს, მათ შორის რამდენიმე მის მშობლიურ შტატში, ვაშინგტონში, რამდენიმე ბინა ნიუ-იორკში, რამდენიმე ფართო მამული კალიფორნიაში, რანჩო ტეხასში და რამდენიმე ადგილი ვაშინგტონში.
მისი ბოლო შესყიდვა არის 78 მილიონი დოლარის ღირებულების კომპლექსი, რომელიც La Perouse Bay-ში მდებარეობს. ცოტა რამ არის ცნობილი ამ სასახლის შესახებ, რადგან ის არასოდეს ყოფილა გამოტანილი ბაზარზე. იგი მოიცავს 14 ჰექტარ მიწას და სხვადასხვა შენობებს.
ბეზოსის ერთ-ერთი გამორჩეული საკუთრება ბევერლი ჰილზე მდებარე 165 მილიონ დოლარიანი ვილაა. სასახლე არის 13 600 კვადრატული ფუტი და აქვს ორი სასტუმრო სახლი, ბაღი, სამი სათბური, ჩოგბურთის კორტი, საცურაო აუზი, უზარმაზარი ტერასები და გოლფის მოედანი.
კოსმოსური პროექტი
Bezos Expeditions ტეხასის შტატში მექანიკური საათს- Clock of the Long Now-ს აშენებს, რომელიც ზუსტ დროს მინიმუმ 10,000 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს. პროექტის ბიუჯეტი 42 მილიონი დოლარია.
პლანეტის უმდიდრესი ადამიანის თქმით, საათი იქნება 500 ფუტი სიმაღლის, სრულიად მექანიკური, იმოძრავებს დღის/ღამის თერმული ციკლებით.
ისეთი მდიდარი ადამიანისთვის, როგორიც არის ჯეფ ბეზოსი, რომელსაც აქვს 400 მილიონი დოლარიანი იახტა, Blue Origin, კერძო კოსმოსური ბიზნესი, ზღვარი თითქოს არ არსებობს. 2021 წლის 20 ივლისს, Blue Origin-ის რაკეტამ კოსმოსში პირველი მისია შეასრულა.