თანამედროვე საახალწლო ტრადიციები ეროვნული და ჩინური საახალწლო ტრადიციების ერთგვარი მიქსია.მომავალი, 2022 წელი შავი (ლურჯი) ვეფხვის წელია. ვეფხვის წელი რეალურად 1-ელ თებერვალს იწყება, თუმცა ტრადიციულად, ჩვენ 31 დეკემბერს ვეგებებით ახალ წელს.
გამოდინარე იქიდან, რომ ვეფხვი რეალური ცხოველია, მას რეალურ ინფორმაციებზე დაყრდნობით უნდა შევეგებოთ. ანუ უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი, რაც ვეფხვის შესახებ ვიცით.მოსამზადებელი ეტაპი შეგვიძლია დავყოთ ხუთ პირობით ფაზად, პუნქტად: შეხვედრის ადგილი, მორთულობა, მენიუ, საჩუქრები და სამოსი.
მიუხედავად იმისა, სად აპირებთ ახალი წლის შეხვედრას, სტუმრად თუ სახლში, სახლის მორთვა ნამდვილად აუცილებელია. საახალწლო აქსესურაები ხასიათსაც გამოგიკეთებთ და დღესასწაულსაც უფრო ხალისიანს გახდის. თანაც, თუ ყველა ოთახში შეიტანთ დეკორის მცირე ელემენტს მაინც, ძალიან კარგი იქნება.სახლი მორთვის დროს უმჯობესაი გავიხსენოთ ვეფხვის საყვარელი ფერები. შავი, ვეფხვის ფერი შავია, ასვე ლურჯი, წყლისფერი, თეთრი, ღია ყავისფერი, ნარინჯისფერი, მოოქროსფრო, მოვერცხლისფრო. სწორედ ეს ფერები უნდა გამოიყენოთ დეკორში…
სახლის მორთვის დროს არ უნდა დაივიწყოთ კლასიკური ატრიბიტები, მაგალითად ნაძვის ხე, გირლანდები, განათებები და აშ. დანარჩენი აქსესუარები, ტექსტილი, ბალიშები, პლედები და სხვბა ატრიბუტები უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. აირჩიეთ ერთი რომელიმე სტილი, იქნება ეს პროვანსი, კლასიკური, რეტრო თუ სხვა და ამ სტილს მიჰყევით სახლის საახალწლო გაფორმებისა და ნაძვის ხის მორთვის დროს. არ დაგავიწყდეთ ასევე ვეფხვის გამოსახულებიანი თუნდაც პატარა სუვენირი.
ეცადეთ, სახლი გარედანაც მორთოთ და ზღურბლიდანვე შეიქმნათ საახალწლო განწყობა.