1. მეტყველების ადრეული განვითარება
პირველი ნიშანი, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს მაღალ გონებრივ შესაძლებლობებზე, მეტყველების ადრეული განვითარებაა. თუ თქვენი შვილი თანატოლებზე ადრე იწყებს ლაპარაკს, აყალიბებს რთულ წინადადებებს ან იყენებს მდიდარ ლექსიკას, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ მისი კოგნიტური შესაძლებლობები საშუალოზე მაღალია.
მაგალითი: 2 წლის ასაკში, უკვე ნათლად და სწორად იყენებენ საუბარში ბევრ რთულ სიტყვას, რაც მათ თანატოლებს არც კი ესმით.
2. ინტერესი ციფრებისა და თავსატეხების მიმართ
ბავშვებს, რომლებიც ადრეულ ინტერესს იჩენენ რიცხვების, თვლის ან თავსატეხების მიმართ, ხშირად აქვთ კარგი ლოგიკური და მათემატიკური აზროვნება. ეს შეიძლება გამოიხატოს ასწყობი კონსტრუქციების ან ლოგიკური პრობლემების გადაჭრის გატაცებაში.
მაგალითად, ოთხი წლის ბავშვი სიხარულით და მარტივად ხსნის კომპლექსურ თავსატეხებს, რომლებიც განკუთვნილია მის ასაკზე უფროსი ბავშვებისთვის.
3. ღრმა ინტერესები
ნიჭიერი ბავშვები ხშირად იკვლევენ საგნებს, რომლებიც მათ ძალიან ღრმა დონეზე აინტერესებთ. შეუძლიათ ერთი და იგივე აკეთონ საათობით ისე, რომ ყურადღება არ მოადუნონ ან არ დაკარგონ ინტერესი. სხვა ბავშვები, როგორც წესი, დიდი ხნის განმავლობაში არ კონცენტრირდებიან იმაზე, რაც მათთვის რთულია, ისინი ერთი აქტივობიდან მეორეზე გადადიან, თავს ანებებენ, როგორც კი შეხვდებიან პირველ სირთულეებს.
მაგალითი: ექვსი წლის ბავშვი საათობით საათობით უკირკიტებს რაიმე ასაწყობს ან თავსატეხს.
4. ემოციური მგრძნობელობა და თანაგრძნობა
მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ასევე აქვთ განვითარებული ემოციური მგრძნობელობა. მათ შეუძლიათ კარგად გაიგონ სხვისი ემოციები და მოტივები. ამას განვითარებულ ემოციურ ინტელექტს უწოდებენ. ჩვეულებრივ ბავშვებს უფრო მეტი დრო სჭირდებათ ამ გრძნობების განვითარებისთვის, მაგრამ არიან ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან ამ თვისებების მიმართ.
მაგალითი: შვიდი წლის ბავშვი საოცრად მგრძნობიარეა საყვარელი ადამიანების განწყობის მიმართ და ცდილობს დაეხმაროს, თუ ვინმე მოწყენილია ან რამე უჭირს.
5. ინტერესების ადრეული გამოხატვა
ბევრი ნიჭიერი ბავშვი ადრეულ ასაკში იწყებს ინტერესის გამოხატვას ცოდნის გარკვეული სფეროების მიმართ. მაგალითად, 3-4 წლიდან ინტერესდებიან ანბანით და სწრაფად სწავლობენ კითხვას, თანატოლებზე დიდი ხნით ადრე. ეს ადრეული ინტერესი და სწავლის უნარი შეიძლება განსაკუთრებული ნიჭის პირველი ნიშანი იყოს.
6. მაღალი ცნობისმოყვარეობა
ნიჭიერი ბავშვები ხშირად სვამენ უამრავ კითხვას და სურთ მეტი გაიგონ მათ გარშემო არსებულ სამყაროზე. შეიძლება ითქვას, რომ მათი ცოდნის წყურვილი დაუოკებელია და მათ შეუძლიათ ნებისმიერი საკითხის წვრილმანამდე შესწავლა.
მაგალითი: ხუთი წლის ბავშვი მუდმივად დაინტერესებულია ბუნებით და სვამს რთულ კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს სხვადასხვა მექანიზმები. ეს თვისება დამახასიათებელია პატარა გენიოსებისთვის.