Home რჩევები როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ტკბილეული შობა-ახალი წლისთვის?

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ტკბილეული შობა-ახალი წლისთვის?

საუკეთესო ტკბილეული საუკეთესო ახალი წლისთვის

შობა-ახალი წელი ტკბილეულის გარეშე წარმოუდგენელია. ამის მიზეზი, არა მხოლოდ ნუგბარის სიყვარული, არამედ მისი სიმბოლური დატვირთვაცაა – ის ახალი წლის სიხარულით ავსებასთან და სიცოცხლის დატკბობასთან ასოცირდება. შესაბამისად, გოზინაყი, ნამცხვრები თუ შოკოლადები ყველა საშობაო და საახალწლო სუფრას ამშვენებენ. ამ დღეებში ტკბილეულს ვარიგებთ საჩუქრებადაც, მისით გულს ვუხარებთ პატარებს და ამ გზით საყვარელ ადამიანებს ცხოვრების დატკბობასა და ბედნიერ ახალ წელს ვუსურვებთ.

ტკბილეულის ამგვარი სიმბოლური დატვირთვის გამო, ვცდილობთ შობისა და ახალი წლისთვის საუკეთესო ნუგბარი შევარჩიოთ – გვინდა, ის გემრიელთან ერთად ხარისხიანიც იყოს. სწორედ ამიტომ, სტატიაში გაგაცნობთ შოკოლადის, ორცხობილებისა და სხვა ტკბილეულის საუკეთესო მწარმოებლებს, რომელთა პროდუქციაც საქართველოშიც ხელმისაწვდომია.

Ritter Sport-ის ჯადოსნური გემოები

Ritter Sport უკვე საუკუნეზე მეტია შოკოლადის მოყვარულთა რჩეული ბრენდია. მისთვის უმთავრესი ხარისხია, რისთვისაც ის საუკეთესო კაკაოს მარცვლებსა და ინგრედიენტებს იყენებს. ამასთან ერთად, Ritter Sport გამოირჩევა მრავალფეროვნებითაც – მისი თითოეული ფერი შოკოლადის განსხვავებულ სახეობასა და გემოს გამოხატავს. ამიტომ, თუ შობისა და ახალი წლის კიდევ უფრო მეტად გაფერადება და საყვარელი ადამიანების საუკეთესო შოკოლადით განებივრება გსურთ, აუცილებლად უნდა მოიმარაგოთ Ritter Sport.

ორგანული Cachet და Alce Nero

თუ უპირატესობას სრულად ორგანულ საკვებს ანიჭებთ და გსურთ, თქვენი ახალი წელიც ორგანული ტკბილეულით დაამშვენოთ, მაშინ, გირჩევთ, თვალი შეავლოთ Cachet-ის პროდუქციას. ის უმსხვილესი ბელგიური ბრენდია და მას შოკოლადის მწარმოებელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანული ხაზი აქვს. ჯანსაღ და ორგანულ ორცხობილებს კი, Alce Nero-ს პროდუქციაში იპოვით.

უგლუტენო Bezgluten და Fini

შობისა და ახალი წლისთვის უგლუტენო ტკბილეულის პოვნასაც შეძლებთ. ამისთვის, პირველ რიგში, პოლონური ბრენდის, Bezgluten-ის პროდუქცია უნდა დაათვალიეროთ, რომელიც მომხმარებლებს გლუტენისგან სრულიად თავისუფალ ორცხობილებს, ბისკვიტებსა და ვაფლებს სთავაზობს. ამასთან ერთად, ის აწარმოებს საუკეთესო ხარისხის უგლუტენო ფქვილს, საფუარს, კაკაოს და სხვა ისეთ ინგრედიენტებს, რომლებიც სახლში ასეთი ტკბილეულის დამზადებასაც გაგიმარტივებთ. გლუტენისგან თავისუფალია ესპანური ბრენდის, Fini-ს პროდუქციაც, რომელიც მაღალი ხარისხის უგემრიელეს და ფერად ჟელიბონებს აწარმოებს.

Royal Dansk, Walkers და Fazer – საუკეთესო საჩუქარი საახალწლოდ

როცა ვინმესთვის ტკბილეულის ჩუქებას ვგეგმავთ, ვცდილობთ, ნუგბარი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ლამაზი შეფუთვისაც იყოს. ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ დანიური Royal Dansk-ისა და შოტლანდიური Walkers-ის პროდუქცია. ორივე ბრენდი უმაღლესი ხარისხისა და უგემრიელეს კარაქის ორცხობილებს აწარმოებს. შეფუთვის გამო კი, მათი პროდუქცია საუკეთესო საჩუქრად მიიჩნევა. თანაც, ორივე მათგანის პროდუქციაში იპოვით საშობაო და საახალწლო გაფორმებებს.

ულამაზესი შეფუთვის ტკბილეულს სთავაზობს მომხმარებელს ფინური პრემიუმ ბრენდი Fazer-ც. მის პროდუქციაში ნახავთ უმაღლესი ხარისხისა და უგემრიელეს ბომბონერებს, შოკოლადის ფილებს და სხვა ნუგბარს.