სამსახურში ადამიანები კვირაში 40 და მეტ საათს ატარებენ, ამიტომ ფსიქოლოგების რჩევით, სამუშაო სივრცე უნდა იყოს იმგვარად ორგანიზებული,
რომ ადამიანმა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს თავი. სამუშაო სივრცეს შეუძლია არა მარტო შრომის ნაყოფიერების გაზრდა, არამედ ჯანრმთელობის მდგომარეობაზე გავლენის მოხდენაც.
არახელსაყრელი სამუშაო გარემო იწვევს ზურგის ტკივილს, ძილისა და სუნთქვის პრობლემებს.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ სამსახურის ადგილს გავალამზებთ „ბუნებრივი ელემენტებით“, ამით გავიუმჯობესებთ განწყობას, გავზრდით სამსახურით კმაყოფილების ხარისხს და დავაქვეითებთ სტრესის დონესაც.
სამსახურში ხელმისაწვდომი უნდა იყოს მზის სინათლე. მის გარეშე ადამიანები ვარდებიან დეპრესიაში და იშვიათად ავლენენ კომპანიის საქმიანობისადმი ინტერესს. ექსპერტების აზრით, საკმარისი არ არის ფანჯარასთან ჯდომა, აუცილებელია შესვენებისას ქუჩაში, მზეზე გამოსვლა.
ამას გარდა, სამუშაო ოთახში შესაძლებელია ყვავილების განთავსება. თუ ოფისი არ არის კარგად განათებული, შეიძლება არჩევანი შევაჩეროთ ისეთ მცენრეებზე, რომელთაც არ სჭირდებათ ბევრი სინათლე. დაგვეხმარება მცენარეების გამოსახულებაც- შესაძლებელია კედელზე ან კომპიუტერზე ბუნების სურათების განთავსება.
კორნელიუსის უნივერსიტეტის დამოუკიდებელმა კვლევამ აჩვენა, რომ მხიარული ფონური მუსიკა შესანიშნავი მოტივატორია სამსახურში, ის აუმჯობესებს განწყობას, ადამიანებს აიძულებს მთელი გუნდისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ მუსიკის არჩევანის შესაძლებლობა ექმნებათ.