ტკბილეულისადმი ლტოლვის დასაძლევად, დიეტაში არსებული მარტივი ნახშირწყლები თანდათან უნდა შეიცვალოს რთული ნახშირწყლებით.
ნახშირწყლები აუცილებელია ორგანიზმისთვის, პირველ რიგში, როგორც ენერგიის წყარო. ზომიერად, უნდა მივიღოთ რთული, ძნელად ასათვისებელი ნახშირწყლები, ხოლო მარტივი ნახშირწყლები (შაქარი, ტკბილეული) რაციონში მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ.
– ტკბილეულის ჩვევაზე უარის თქმა რთულია და ამას მეცნიერული დასაბუთება აქვს. ნახშირწყლების ათვისების პროცესი ხდება ინსულინის მონაწილეობით. ის ხელს უშლის სისხლში გლუკოზის დონის მატებას ნახშირწყლების მოხმარებისას და მათი ჭარბი რაოდენობისას დეპონირება ღვიძლში გლიკოგენის სახით.
თუ ბევრ ტკბილეულს მიირთმევთ, პანკრეასმა უნდა გამოიმუშაოს მეტი ინსულინი, რათა სისხლში გლუკოზამ არ მოიმატოს. სხეული თანდათან კარგავს მგრძნობელობას ინსულინის მიმართ. მგრძნობელობის გასაზრდელად საჭიროა კიდევ უფრო მეტი ჰორმონი. მეტი ინსულინი – კიდევ უფრო მეტი ლტოლვა ტკბილეულისადმი… და იკვრება მოჯადოებული წრე.
ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ჰიპერინსულინიზმი დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღების გამო. ინსულინორეზისტენტობა იწვევს დიაბეტის განვითარებას.
უნდა გვახსოვდეს, რომ ენაზე და პირის ღრუში გემოვნების რეცეპტორები წლების განმავლობაში ეჩვევა გარკვეულ გემოს და ამა თუ იმ გემოს მკვეთრმა შეზღუდვამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი. ეს განსაკუთრებით ეხება ნახშირწყლების მკვეთრ შეზღუდვას, რომლებიც ასტიმულირებენ სიხარულისა და სიამოვნების ჰორმონების – ენდორფინების, სეროტონინის გამომუშავებას. ამიტომ აუცილებელია რეცეპტორების მიჩვევა ტკბილეულის ეტაპობრივად შესამცირებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში საპირისპირო ეფექტის მიღება შეიძლება ნერვული აშლილობისა და ჭარბი ჭამის სახით.
საჭიროა არა მხოლოდ საკვებში მარტივი ნახშირწყლების რაოდენობის შემცირება, არამედ მათი თანდათანობით ჩანაცვლება რთული ნახშირწყლებით. ეს არის ბოსტნეული, მარცვლეული, ხილი და კენკრა დაბალი გლიკემიური ინდექსით (ავოკადო, ქლიავი, მოცხარი, ოხრახუში, ალუბალი, მარწყვი, ჟოლო, ციტრუსის ხილი, მწვანე ვაშლი და მსხალი)
გარდა ამისა, უნდა ვიპოვოთ სხვა გზები ენდორფინებისა და სეროტონინის დონის ასამაღლებლად. ამაში დაგეხმარებათ საყვარელი ჰობი, სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა, სპორტი, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ძილისა და სიფხიზლის რეჟიმის მოწესრიგება. სეროტონინის ნაკლებობა იწვევს ძილის ჰორმონის მელატონინის დეფიციტს და ძილი ხდება ზედაპირული, ადამიანი ღამით ვერ ისვენებს. აქედან გამომდინარეა ძილის წინ ტკბილეულის ჭამის ჩვევა უკეთესი ძილისთვის.
თუ სისხლში შაქრის დონე ნორმალურია, მაგრამ უკვე ჭარბი წონა გაქვთ უნდა გაიაროთ გამოკვლევა ენდოკრინოლოგთან, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ, უკვე განვითარებულია თუ არა ჰიპერინსულინიზმი და ინსულინრეზისტენტობა. მათიარსებობისას, დიეტის გარდა, შეიძლება საჭირო გახდეს მედიკამენტოზური მკურნალობა.