ჰამად ბინ ჰამდან ალ ნაჰიანი, რომელიც მეტსახელად “ცისარტყელას შეიხით“ არის ცნობილი, 20 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს.
შეიხი მნიშვნელოვანი ობიექტების გარდა, მსოფლიოში ერთ-ერთ უნიკალურ და გამორჩეულ ავტომობილების კოლექციას ფლობს. დიდი ნაწილი ექსკლუზიურად მისთვის არის შექმნილი.
200-ზე მეტ მანქანაში ღირსეულ ადგილს იკავებს 1885 წელს გამოშვებული ორთქლზე მომუშავე მერსედესი და მსოფლიოს უდიდესი სატვირთოც კი. ცნობილია, რომ შეიხი Mercedes-Benz-ის დიდი გულშემატკივარია, ამიტომ კოლექციაში უხვადაა კლასიკური S კლასის მოდელები.
მანქანების უმეტესობა შეკვეთით არის დამზადებული, სადაც ოქროსა და ცისარტყელის ფერები ჭარბობს. სწორედ ფერადი ავტომობილების სიყვარულის გამო შეერქვა მას “ცისარტყელას შეიხი.“
Fiat 500
ზოგიერთისთვის ცოტა გასაკვირია, რომ მილიარდერი Fiat 500-ს თავის კოლექციაში ფლობს. მიუხედავად იმისა, რომ Fiat 500 შეიძლება არ იყოს ფუფუნების საგანი, ის საიმედო მანქანაა. Fiat 500-ის ფასი დაახლოებით 17,750 დოლარია. შეიხისთვის კი ეს მოდელი სპეციალურად შეიქმნა და მისი გემოვნების შესაბამისად შეიღება.
პირველი თაობის Porsche Boxster: Porsche 986
ასობით ავტომობილს შორის, აღსანიშნავია, რომ მილიარდერი არც ერთ სუპერქარს არ ფლობს. მისი მანქანების კოლექცია ოთხ სხვადასხვა მუზეუმშია გამოფენილი. სპორტულ ავტომობილებს შორის კი განსაკუთრებით უყვარს პირველი თაობის Porsche Boxster, Porsche 986. Porsche 986 მილიარდერებს შორის ძვირ ავტომობილად არ მოიაზრება. მისი ღირებულება 20 000 დოლარზე ნაკლებია.
მსოფლიოში ყველაზე დიდი Jeep
კოლექციის უმეტესობა შეკვეთით არის შექმნილი. ერთ-ერთი მათგანია მეორე მსოფლიო ომის დროინდელი Willys Jeep-ის კოშკიანი ასლი. აღნიშნული ჯიპი არის დაახლოებით 21 ფუტი და ის იმდენად დიდი იყო, რომ 2010 წელს გინესის რეკორდსმენიც კი გახდა. მანქანის შესახებ დეტალები საჯაროდ არასოდეს გამოქვეყნებულა. თუმცა, გაირკვა, რომ უმსხვილეს ჯიპს შედარებით პატარა მატორი აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ მისი ერთი საბურავის ფასი დაახლოებით 40,000 დოლარამდე ღირს.
Dhabiyan: მსოფლიოს ყველაზე დიდი SUV
გარდა იმისა, რომ მის კოლექციაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი Willys Jeep-ი დას, შეიხ ჰამადის კოლექციაში ასევე მოიძებნება მსოფლიოში ყველაზე დიდი SUV.
Dhabiyan არის 10-საბურავიანი მანქანა, რომლის სიგრძეა 10,8 მეტრი, სიგანე 2,5 მეტრი და სიმაღლე დაახლოებით 3 მეტრი. დიდი ზომის SUV-ის ღირებულება საჯაროდ არ გამჟღავნებულა, მაგრამ ის ნამდვილად ძვირი ღირს.
1950-იანი წლების Dodge Power Wagon
“Rainbow Sheikh“ ასევე ფლობს 1950-იანი წლების Dodge Power Wagon-ს. თუმცა, ეს არ არის ტიპიური 1950-იანი წლების Dodge Power Wagon დაახლოებით 64-ჯერ აღემატება ნორმალურ ზომას. მასიური სატვირთო მანქანა შეიცავს ოთხ დიდ კონდიცირებულ საძინებელს სველი წერტილებით. ვაგონში შეიძლება განთავსდეს უამრავი ადამიანი. აღნიშნული მანქანის ფასი არ არის გამჟღავნებული, თუმცა, 1950-იანი წლების ტიპიური Dodge Power Wagon დაახლოებით 92,000 დოლარი ღირს. ამ ეგზემპლარის ფასი კი 64-ჯერ მეტია.
გიგანტური ჰამერი H1
Hummer H1-ის უზარმაზარი ვერსია იმდენად დიდია, რომ მას მსოფლიოს ყველაზე დიდი Hummer -ის წოდება მიენიჭა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. “ცისარტყელას შეიხის“ Hummer H1 დაახლოებით სამჯერ აღემატება ნორმალური ჰამერის ზომას. ტიპიური Hummer H1 დაახლოებით 113,000 დოლარი ღირს. შეიხის საკუთრების ფასი უცნობია.
ორმაგი Jeep Wrangler
Double Jeep Wrangler მსოფლიოში ერთადერთია და ის შეიხისთვის შეიქმნა. აღნიშნული მანქანა საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს გზაზე. ტიპიური Jeep Wrangler დაახლოებით 30,000 dolari ღირს. ამ შემთხვევაშიც უცნობია კოლექციის ეგზემპლარის ღირებულება, თუმცა მისი ფასი სავარაუდოდ რამდენიმე ათეულ მილიონს აღწევს.
უკიდურესად დატვირთული Lamborghini
ეს არ არის ყველაზე უცნაური მანქანა მის კოლექციაში, რადან ის დატვირთულია მთელი რიგი გაჯეტებით. Lamborghini-ის სავარაუდო ფასი დაახლოებით 100,000 დოლარია.