Home მსოფლიო როგორ გამოიმუშავებს და რაში ხარჯავს სერ პოლ მაკარტნი თავის 1,2 მილიარდ დოლარიან...

როგორ გამოიმუშავებს და რაში ხარჯავს სერ პოლ მაკარტნი თავის 1,2 მილიარდ დოლარიან ქონებას?

ლეგენდარული მუსიკოსმა, მსოფლიოში ცნობილი მუსიკალური ჯგუფის – The Beatles-ის წევრმა სერ პოლ მაკარტნიმ დამოუკიდებელი კარიერის შექმნაც მოახერხა. ის ერთ-ერთი უმდიდრესი მილიარდერი მუსიკოსია დიდ ბრიტანეთში.

როკ ჯგუფი Wings-ის დამფუძნებელი და Yesterday კომპოზიტორი ცნობილია, როგორც ბრძენი მხარჯველი. ვარსკვლავი ფლობს 100 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, ძვირად ღირებული მანქანების კოლექციას, რამდენიმე ბიზნეს ინვესტიციას.

მას უყვარს კომფორტული ცხოვრება და კარგი დასვენება, რაშიც ფულს არ ზოგავს.

პოლ მაკარტნიმ თავისი სიმდიდრის დიდი ნაწილი ბითლზის ალბომებისა და სხვა ბრენდული ნივთების გაყიდვიდან გამოიმუშავა. მხოლოდ ამით, მისი სავარაუდო წლიური შემოსავალი 100 მილიონი დოლარია.

Parade-ის ცნობით, მხოლოდ ერთი სოლო კონცერტიდან მაკარტნი მთლიანობაში დაახლოებით 100 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. მისი სუფთა შემოსავალი მხოლოდ კონცერტებიდან კი წლიურად 50 მილიონი დოლარია.

თავისი მუსიკალური საწარმოებიდან, ჰონორარის სახით, ლეგენდარული მომღერლის ქონება ყოველდღიურად 136,986 დოლარს შეადგენს. Wonderful Christmastime კი პოლის ბიუჯეტს ყოველწლიურად 400,000-დან 600,000-მდე დოლარს ამატებს. მხოლოდ 2021 წლისთვის ამ სიმღერიდან შემოსავალი 16,8 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

მთელ მსოფლიოში კი 45 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ალბომი აქვს გაყიდული.

სერ პოლ მაკარტნი ყოველწლიურად დაახლოებით 70 მილიონ დოლარს შოულობს სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის, ბითლზის სიმღერების უფლებების, საქონლისა და ალბომების გაყიდვით. მას ეკუთვნის ბითლზის ყველაზე ძვირად ღირებული კატალოგი 251 სიმღერისგან, რომლის ღირებულებაც 1 მილიარდი დოლარია. ასევე ფლობს შემსრულებლების ბადი ჰოლისა და კარლ პერკინსის მუსიკალურ უფლებებს.

მუსიკალური წარმოების კომპანია MPL Communications დაარსდა 1969 წელს. ის მართავს Beatles-ის ყველა მუსიკალურ პუბლიკაციას და ასევე ცნობილია, როგორც მსოფლიოში უდიდესი კერძო საკუთრებაში არსებული მუსიკალური გამომცემლობა. MPL ასევე აკონტროლებს 25 შვილობილი კომპანიას.

აღსანიშნავია, რომ პოლმა ინვესტიცია მოახდინა პროგრამული უზრუნველყოფის შემმუშავებელ ფირმაში სახელად Jaunt – გარიგება 27 მილიონი დოლარი ღირს.

რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, ლეგენდარული პოლ მაკარტნი არ ერიდება ძვირად ღირებული ავტომობილებისა თუ ვილების შესყიდვას.

მან შეიძინა The Beatles კატალოგი: American Songwriter-ის თქმით, პოლს უნდა დაებრუნებინა ბითლზის სიმღერების ორიგინალური კატალოგი, რომელიც შედგებოდა ჯგუფის მიერ შექმნილი 251 სიმღერისგან. ამისთვის მას იურიდიული ბრძოლა მოუწია, თუმცა საბოლოოდ 1 მილიარდ დოლარად ეს მოახერხა.

პოლის გატაცებაა ძვირფასი მუსიკალური ინსტრუმენტების შეძენა და უნიკალურ კოლექციასაც ფლობს.

ეს გასაკვირი არც უნდა იყოს, რადგან პოლ მაკარტნი იმაზე მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე ხარჯავს. ის ამჟამად 1.2 მილიარდ დოლარს ფლობს.