ვენაში, ბოლო 150 წლის განმავლობაში ტურისტების ზრდის მაჩვენებელი წელს ყველაზე დაბალია და ეს ფაქტი განსაკუთრებით დრამატულად აისახება სასტუმროების ჯავშნებზე, რადგან ამ პერიოდში ტურისტებს უკვე დაგეგმილი ჰქონდათ მოგზაურობა,
დღეს კი სიცარიელეა და სასტუმრო ბიზნესს უწევს ისეთი ზომების მიღება, რაც მათ ძველი პოზიციების დაბრუნებაში დაეხმარება. მაგალითად ერთ-ერთმა ხუთვარსკვლავიანმა სასტუმრომ Sacher Hotel-მა, რომელიც ქალაქის ცენტრში, ოპერის გვერდით მდებარეობს, სტუმრების მისაზიდად იმ მეთოდს მიმართა, რითიც წლების წინ პოპულარული გახდა და დამსვენებლებს სოციალურ დისტანციას სთავაზობს თანაც ისე, რომ ყველა მათთვის საჭირო და აუცილებელი ნივთი თუ მომსახურება სრულად ხელმისაწვდომია. წლების წინ აქ ეწყობოდა გასაიდუმლოებული შეხვედრები, სადაც იგეგმებოდა რევოლუციები, სამოქმედო ნაბიჯები და განიხილებოდა ომები. ასევე სასტუმროში შესაძლებელი იყო სურვილის შემთხვევაში, საოპერო მომღერლებთან შეხვედრა, ბანკის ხელმძღვანელები კი, დაფარულად, საქმიან თანამშრომლობებს აფორმებდნენ.
როგორც Bloomberg-ი წერს, მსგავსი იზოლირებული და ამავდროულად საინტერესო დასვენების დაგეგმვა წლების განმავლობაში ყველას აღარ შეეძლო, რადგან სასტუმროს უკვე ბევრი სტუმარი ჰყავდა და ეს ფუნქცია დააპაუზეს. თუმცა, ახლა ადამიანების დაინტერესების მიზნით, ისევ აღადგინეს და მომხმარებლებს დღეს უკვე შეუძლიათ სასტუმროში მოაწყონ გრანდიოზული წვეულება, ისე რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგებს და თანაც უსაფრთხოების ყველა ზომა და სტანდარტი იყოს დაცული.
ამ გასაიდუმლოებული ღონისძიებების გამო, სასტუმროზე უამრავი ლეგენდა არსებობს დღემდე და ის განთავსების ყველაზე ცნობილი ობიექტია ავსტრიაში, რომელიც 29 მაისს განაახლებს მუშაობას, სხვა დანარჩენ სასტუმროებთან ერთად, რომლებიც ასევე ეძებენ საშუალებებსა და გზებს, თუ რა შესთავაზონ მომხმარებლებს ახალი და განსხვავებული იმისათვის, რომ დააინტერესონ და ის დრამატული ზარალი, რაც ქვეყანას მიადგა, შეძლებისდაგვარად აინაზღაურონ ტურისტებისგან.
ამიტომაც სასტუმრო ბიზნესი, ისევე როგორც ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ყველა რგოლი ერთვება უდიდეს კონკურენციაში და შეჯიბრში, არა მხოლოდ დანაკარგების, არამედ ზოგის შემთხვევაში გადარჩენის მიზნით. რაც შეეხება ტურიზმის წილს ავსტრიის ეკონომიკაში ის 15%-ს უტოლდება და სექტორის აღდგენა/გაჯანსაღებას სახლემწიფოც უწყობს ხელს.
მაგალითად, კანცლერ სებასტიან კურცის მთავრობამ ტურიზმის ინდუსტრიის მხარდასაჭერად კამპანია წამოიწყო, რომლისთვისაც 44 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. კამპანია მიზნად ავსტრიის ერთ-ერთი სამთო-სათხილამურო კურტის იშგლის, როგორც უსაფრთხო დასასვენებელი ადგილის პოპულარიზაციას ისახავს. გამომდინარე იქედან, რომ ტერიტორიაზე ბევრი ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით და წელს დასვენება აღარავის უნდა აქ, მთავრობამ გადაწყვიტა უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა ზომა შეემუშავებინა, რომ იშგლს არ დაეკარგა რეპუტაცია და ის მოთხოვნა, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა.