Home რჩევები როგორ ამოვიცნოთ „ჩუმი ინფარქტი“

როგორ ამოვიცნოთ „ჩუმი ინფარქტი“

ამ დაავადების საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ ტკივილის გარეშე მიმდინარე ინფარქტი მიმდინარეობს მკვეთრად გამოხატული სიმპტომატიკის გარეშე, ამიტომ ადამიანები სამედიცინო დამარებას ნაკლებად მიმართავენ. თუმცა მაინც შეიძლება გამოიყოს მიკროსიმპტომები, რომელთა შორის უეცრად აღმოცენებული მკვეთრი სისუსტეა. პაციენტი პრაქტიკულად ზუსტად აღნიშნავს მისი აღმოცენების დროს. სისუსტე მკვეთრად ძლიერდება ყოველდღიური დატვირთვისას. ეს სიმპტომი, როგორც წესი, რამდენიმე დღე გრძელდება, შემდეგ მცირდება და გამოჯანმრთელებისას ქრება. თუმცა გულის უკმარისობის ფორმირებისას, ეს სიმპტომი ხანგრძლივად ნარჩუნდება.

„ჩუმი“ ინფარქტისას აღინიშნება ვეგეტატური გამოვლინებები:

ოფლიანობა,

კანის საფარველის სიფერმკრთალე,

გულისრევის შეგძნება,

მოუსვენრობა,

გაურკვეველი დისკომფორტი,

გულისცემის გაძლიერება.

ამ დროს ასევე შეიძლება აღინიშნოს ინსპირატორული ქოშინი (ჩასუნთქვის გაძნელება), თავბრუსხვევა. ხშირად ეს სიმპტომები ვლინდება არტერიული წნევის დაცემის, პულსის გახშირების ან შენელების ფონზე.