ტეხასის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ შფოთვითი ტიპის მიჯაჭვულობის მქონე ადამიანები ყველაზე მეტად აქვეყნებენ სამწუხარო ისტორიებს და თავიანთი ცხოვრების შესახებ წუწუნს ინტერნეტში.
SED Fishing არის ონლაინ მომხმარებლის ქცევის ფორმა, რომელშიც ის აქვეყნებს სევდიან ისტორიებს და უჩივის თავის ცხოვრებას, რათა გამოიწვიოს თანაგრძნობა სხვა ადამიანებში. მკვლევარებს სურდათ გაერკვეულიყვნენ, თუ რა ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა შეიძლება აიძულოს ზოგიერთი ადამიანი ასე მოიქცეს სოციალურ მედიაში.
მათი ჰიპოთეზა იყო, რომ ამ მომხმარებლებს აქვთ შფოთვითი მიჯაჭვულობა და ინტერპერსონალური მხარდაჭერის დაბალი დონე.
კვლევაში მონაწილეობდა 347 ადამიანი. ამ ადამიანებმა შეავსეს კითხვარი, რომელშიც დასმული იყო კითხვები მათ განწყობასა და მარტოობის გრძნობაზე. გამოკითხვის საფუძველზე, მკლვევარებმა მოხალისეები დაჰყვეს SED Fishing მიდრეკილებად და არამიდრეკილებად.
შემდეგ ორივე ჯგუფის მონაწილეებმა გააზიარეს სოციალური მედიის გამოყენების თავიანთი მონაცემები, ჩაატარეს ტესტი მიჯაჭვულობაზე და ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენ მხარდაჭერას იღებენ. როგორც ირკვევა, SED Fishing მიდრეკილ ადამიანებს აქვთ შფოთვითი ტიპის მიჯაჭვულობა და, მეცნიერთა თეორიის საწინააღმდეგოდ, მაღალი დონის ინტერპერსონალური მხარდაჭერა.
მეცნიერები თვლიან, რომ ასეთი ადამიანები SED Fishing-ს ეწევიან არა საკუთარი თავის მიმართ სიმპათიის მოსაპოვებლად, არამედ სხვების მანიპულირებისთვის, კავშირის დამყარების მიზნით. მიჯაჭვულობის შფოთვითი ტიპი ხასიათდება პარტნიორთან მაღალი ხარისხის ემოციური სიახლოვის სურვილით.
ასეთი მიჯაჭვულობის მქონე ადამიანებს ახასიათებთ თავდაუჯერებულობა, ეჭვიანობა. მათ ეჩვენებათ, რომ პარტნიორს არ სურს მსგავსი ხარისხის ინტიმური ურთიერთობა.