Home დღის ამბები საზოგადოება როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

9-12 იან­ვარს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დაკ­ლე­ბა, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ზო­გან ძლი­ე­რი თოვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

10-12 იან­ვარს შავი ზღვის სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში, ზემო იმე­რეთ­ში, კოლ­ხე­თის დაბ­ლობ­სა და გორი-სუ­რა­მის გზის მო­ნაკ­ვეთ­ზე დრო­გა­მოშ­ვე­ბით იქ­რო­ლებს აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ქარი (32-34 მ/წმ).

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის ცალ­კე­ულ მო­მაკ­ვე­თებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია ნის­ლი, ქარ­ბუ­ქი, ხილ­ვა­დო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა, ლი­პყი­ნუ­ლი, ელექტრო­გა­დამ­ცემ ხა­ზებ­ზე შე­მოყი­ნუ­ლო­ბა.

„10-11 იან­ვარს ღა­მის სა­ა­თებ­ში და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში ჰა­ე­რის ტე­მე­რა­ტუ­რის -3, -5 გრა­დუ­სამ­დე მო­სა­ლოდ­ნელ­მა და­წე­ვამ შე­საძ­ლე­ბე­ლია ციტ­რუ­სო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბის (გან­სა­კუთ­რე­ბით ლი­მო­ნის) და­ზი­ა­ნე­ბა, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში კი ტემ­პე­რა­ტუ­რის -8, -10 გრა­დუ­სამ­დე და­წე­ვამ თოვ­ლის სა­ფა­რის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი სა­შე­მოდ­გო­მო ნა­თე­სე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს”,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.