„კახეთი შრომისათვის შეუქნია ღმერთს. ამას კი კეთილდღეობა და ბედნიერება უნდა მოსდევდეს. ამავე დროს, მე მგონია, რომ კახეთი საუკეთესოა დასვენების მხრივაც. უკლებლივ ყველა რაიონს თავისი გამორჩეული ხიბლი აქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს პანკისის ხეობა – ამ მხარის მარგალიტი. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა ის დამოკიდებულება, რაც “ქართული ოცნების” მთავრობას პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩვენი ქისტი და-ძმების მიმართ აქვს, ჩემთვის მიუღებელია. განსხვავებული ეთნიკური წარმოშობა არ უნდა იყოს საფუძველი მთავრობისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეთა რომელიმე ჯგუფი მეორეხარისხოვნად მიიჩნიოს და ადგილობრივი პრობლემები სრულიად უგულვებელყოს. დღეს ამას ვხედავთ. ხვალ ასე აღარ იქნება. ქისტები საქართველოს პატრიოტი ხალხია და ხეობის ეკონომიკური განვითარება მათ საშუალებას მისცემთ, თავიანთი შრომა და ენერგია ქვეყნის აღმშენებლობას მოახმარონ და თავადაც უკეთესი პირობები შეექმნათ კეთილდღეობის მისაღწევად.“- ახმეტა, თელავი, ყვარელი და ლაგოხის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი
გაგრძელება- ვრცლად წაიკითხეთ აქ : ინტერვიუ ზურაბ ჭიაბერაშვილთან