12 და 13 სექტემებრეს ა(ა)იპ კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია „ვიზიტ კახეთი“ (DMO Visit Kakheti) და ტურისტული კომპანია „დინა თრეველი“ (Dina Travel) მსურველებს 2 დღიანი ტურით კახეთში ეპატიჟება. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, დაათავლიერონ კახეთის ისტორიული მხარეები, მონაწილეობა მიიღონ რთველში, დააგემოვნონ კახური სოფლის ნობათი, დაესწრონ პურის ცხობის, ჩურჩხელის ამოვლების, საწნახელში ყურძნის ჩაწურვის მასტერკლასებს.
-ეს არის ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნის მიმართულებით თანაშმრომლობის პირველი პროექტი კერძო სექტორსა და ა(ა)იპ კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია „ვიზიტ კახეთს“ (DMO Visit Kakheti) შორის, რომლის წარმატების შემთხვევაშიც, მოავალი წლიდან ის საერთაშორისო ბაზარზეც გავა. ტურის ფარგლებში რთველი დაიწყება თელავიდან, შემდეგი ტურები კი განხორციელდება გურჯაანში, ყვარელსა და ახმეტაში. ყველა ტური განსხვავებულია და კახეთის მუნიციპალიტეტებს შორის განსხვავებებს ძალიან ეფექტურად წარმოაჩენს. ჩვენს მოქალაქეებს და საქართველოს სტუმრებს ვეპატიჟებით კახეთში, რათა მეტი ბედნიერი დღეები ვაჩუქოთ მათ. – ა(ა)იპ კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია „ვიზიტ კახეთის“ (DMO Visit Kakheti) დირექტორი თინიკო ხანჯალიაშვილი.
დეტალური ინფორმაცია კახეთში დაუვიწყარი რთველის ტურის შესახებ იხილეთ აქ