სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020-ის რეგიონული თამაშები მთელი ქვეყნის მასშტაბით 15 თებერვალს იწყება და სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. თამაშებში მონაწილეობენ სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020-ის მუნიციპალური თამაშების ჩემპიონები სპორტის შვიდ სახეობაში:
3X3 კალათბურთი (გოგონები, ვაჟები); მინი ფეხბურთი (გოგონები, ვაჟები); ბადმინტონი (გოგონები, ვაჟები); გეზრბენი (გოგონები, ვაჟები); მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები, ვაჟები); ხელბურთი (გოგონები, ვაჟები); ფრენბურთი (გოგონები, ვაჟები).
რეგიონულ თამაშებში მონაწილეობას იღებენ სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020-ის მუნიციპალური თამაშების გამარჯვებული სკოლები.
რეგიონული თამაშების გამარჯვებულები ზონალურ ეტაპზე აგრძელებენ ასპარეზობას.
რეგიონულ თამაშებს კახეთში თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო უმასპინძლებს.
კახეთის რეგიონული თამაშების გრაფიკი სახეობების მიხედვით:
ხელბურთი (გოგონები) – 15 თებერვალი, 10:00 სთ, ყვარელი, სპორტსკოლის დარბაზი.
ხელბურთი (ვაჟები) – 16 თებერვალი, 10:00 სთ, ყვარელი, სპორტსკოლის დარბაზი.
ბადმინტონი (გოგონები, ვაჟები) – 22 თებერვალი, 12:00 სთ, თელავი, უნივერსიტეტის დარბაზი.
მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები, ვაჟები) – 14 მარტი, 12:00 სთ, დედოფლისწყარო, სპორტსკოლის დარბაზი.
3X3 კალათბურთი (გოგონები, ვაჟები) – 21 მარტი, 12:00 სთ, თელავი, ანთიძის სახელობის სპორტული კომპლექსი.
მინი ფეხბურთი (გოგონები) – 28 მარტი, 10:00 სთ, ყვარელი, სპორტსკოლის დარბაზი.
მინი ფეხბურთი (ვაჟები) – 29 მარტი, 10:00 სთ, ყვარელი, სპორტსკოლის დარბაზი.
ფრენბურთი (გოგონები) – 4 აპრილი, 10:00 სთ, ლაგოდეხი, სპორტსკოლის დარბაზი.
ფრენბურთი (ვაჟები) – 5 აპრილი, 10:00 სთ, ლაგოდეხი, სპორტსკოლის დარბაზი.
გეზრბენი (გოგონები, ვაჟები) – 11 აპრილი, 10:00 სთ, ყვარელი, ილიას ტბა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებითა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ხორცილდება.