საქართველოში თითქმის აღარ დარჩა ხეობა, პატარა მდინარეც კი, სადაც ბოლო წლებში ერთი ან რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური არ აშენდა ან მშენებლობა არ არის დაგეგმილი. ბოლო პერიოდში აშენებული არაერთი ჰესი იმაზე ბევრად ნაკლებ ელექტროენერგიას აწვდის ქსელს, ვიდრე პროექტებით იყო გათვალისწინებული ჟურნალისტური ძიების შედეგად, ჰიდროელექტროსადგურებში კრიპტოვალუტის მსხვილი ფერმები აღმოვაჩინეთ. რეპორტაჟში ამჯერად როშკის ჰესების კასკადის შესახებ გიამბობთ.
ჩვენი რესპოდენტი თორნიკე ყარსიმაშვილი, დუშეთში მცხოვრები ახალაგაზრდაა, ის პოლიტიკური გაერთიანება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრია, თორნიკე სხვა ახალგაზრდებთან ერთად ხევსურეთის სოფლების პრობლემბს იკვლევს და სწავლობს. თორნიკესგან ვიგებთ :
-როშკისწყლის ხეობა ხევსურეთშია, დუშეთის მუნიციპალიტეტში. ხეობის ნახევარი, დაახლოებით 4 კილომეტრი გადათხრილია, ტყის ნაწილი განადგურებული – ხევსურეთის არაგვისა და როშკისწყლის შესართავიდან სოფელ როშკამდე, მდინარეს, ჰესების მშენებლობისთვის ახალგაჭრილი, რთული სამანქანო გზა მიუყვება.
-თორნიკე რამდენი ჰესია ახლა ხეობაში ?
-ხეობაში 3 ჰესია – პირველი ბარისახო-კორშა-შატილის გზის პირას, გადასახვევთან, მეორე და მესამე შუა ხეობაში. მდინარის პირას გაჭრილ გზაზე, შესასვლელიდან დაახლოებით 200 მეტრში რკინის კარია, ბოქლომი ადევს.
-რას ამბობენ ადგილობროვები ჰესების მშენებლობაზე ?
-მცირე ჰესების მშენებლობას როშკის მცხოვრებლები იმ იმედით დასთანხმდნენ, რომ უშუქობის პრობლემა მოუგვარდებოდათ. ხეობაში სამი ჰესის აშენების მიუხედავად, როშკას ელექტროენერგია აქედან არ მიეწოდება.
-ანუ ?
-„ენერგო პრო ჯორჯიამ“ სოფელთან დამაკავშირებელი ქსელი ააგო, თუმცა დიდთოვლობის გამო როშკიონები წელს გარკვეული პერიოდი მაინც უშუქოდ იყვნენ დარჩენილები.
ვისია ეს ჰესები ?
როშკისწყლის ხეობაში აშენებული მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურები შპს „პარვუს ჯგუფს“ ეკუთვნის. კომპანია 2019 წლის 14 მაისს არის რეგისტრირებული. წილის 50 – 50 %-ს სულხან ზუმბურიძე და მამუკა პაპუაშვილი ინაწილებენ. ისინი ყოფილი მაღალჩინოსნები, ქართული ოცნების შემომწირველები არიან და ხელისუფლების მხარდამჭერები
ჩვენ აღმოვაჩინეთ რომ ახლად აშენებულ ჰესებზე ქართული ოცნების ყოფილ მაღალჩინოსნებს რომლებიც ახლა ბიზნესში არიან კერძოდ ზუმბურიძე-პაპუაშვილის კომპანიას, კრიპტომაინინგის აპარატურა მსხვილი ფერმები ზედ მდინარეზე და მის პირას აქვს მოწყობილი, რადგან აპარატურას გაგრილება სჭირდება.
შესაბამისად ბუნება განადგურდა, იმიტომ რომ აქ ჰესები აშენებულიყო, რათა ადგილობრივ მოსახლეობას ელექტროენერგია ჰქონოდა. თუმცა დენი ხალხს მაინც არ აქვს, აქ მხოლოდ ქართული ოცნების რამდენმე მხარდამჭერია მოგებაში.
შესაბამისად ისმევა კითხვა, 21 საუკუნეში ხალხი უშუქოდ ვერ იცხოვრებს, სოფლებში ექიმიც აღარ დარჩა, სოფლებიც საბოლოოდ დაიცლება მაშინ ვის სურს ხევსურეთის გადაშენება ?!
-თორნიკე თქვენ საიდან გაქვთ ასე დეტალური ინფორმაცია ?
-მე დავიბადე და გავიზარდე დუშეთში, ჩემი ცხოვრების გარკვეულ პერიოდს ვატარებ მთაში რადგან მთა და მთის სოფელბი ძალიან მიყვარს, რამდენიმე ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულმა ჯგუფმა გადავწყვტეთ შეგვექმნა ე.წ. მოძრაობა, გაიცანი ხევსურეთი, სწორედ ადგილობრივი მოსახლეობისგან ვიღებდით ძირითად ინფორმაციებს, შემდეგ ადგილზე მივდიოდით იგივე კრიპტოვალუტის ფერმების სანახავად. ადამინები მე მენდობიან აქ, და შედარებით ყველაფერს მიყვებიან. შეიძლება სხვას დაუმლონ მაგრამ მე აქ მათი დიდი ნდობა და სიყვარული მაქვს. ამიტომ ინფორმაციის მიღება არ გამჭირვებია.