დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. განცხადებაში წერია: “დედოფალმა მშვიდად განისვენა ნაშუადღევს ბალმორალში. მეფე და დედოფალი კონსორტი ამ საღამოს ბალმორალში დარჩებიან და ლონდონში ხვალ დაბრუნდებიან”.
ელისაბედ II ტახტზე 70 წლის წინ, 1952 წელს ავიდა და ის ბრიტანეთს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მართავდა. ელისაბედ მეორე გაერთიანებული სამეფოს გარდა, კიდევ 14 დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მათ შორის კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მეთაური იყო.
რა მოხდება ბრიტანეთში დედოფლის სიკვდილის შემდეგ… ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები, “გარდიანმა” ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში გამოაქვეყნა…
- ოპერაცია “ლონდონის ხიდი” ამოქმედდება. Guardian-ის ცნობით, ამ გეგმას სწორედ „ლონდონის ხიდი“ ჰქვია.
- იტყვიან კოდურ სიტყვას, “ლონდონის ხიდი ჩამოშლილია…“ Guardian-ის გამოძიების თანახმად, დედოფლის ექიმისგან გარდაცვალებაზე ამბის მიღების შემდეგ, მონარქის პირადი მდივანი – ამჟამად ედვარდ იანგი პრემიერ-მინისტრს ლიზ ტრასს დაურეკავს და ეტყვის: “ლონდონის ხიდი ჩამოშლილია”. შემდეგ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაურეკავს 15 მთავრობის წარმომადგენელს, რომელთა სახელმწიფოს მეთაური დედოფალია და თანამეგობრობის 36 სახელმწიფოს, დამოუკიდებელი ყოფილი კოლონიების ასოციაციას, სადაც ის რჩება სიმბოლურ ფიგურად, რათა აცნობონ სამწუხარო ამბავი…
- ხალხი გაიგებს როგორც თანამედროვე, ისე ძველი გზებით. მედია იქნება სრულად ინფორმირებული. ამავდროულად, სამეფო ოჯახის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოჩნდება განცხადება.
- პრესას აქვს საკუთარი გეგმები. უმეტეს მსხვილ გამოცემებს წინასწარ აქვთ ნეკროლოგები მომზადებული, რომელთაც გამოაქვეყნებენ.
- ქვეყანაში დროშები დაეშვება და ქალაქის ეკლესიებში ზარები დაირეკება. ხალხი დაიწყებს შეკრებას ბუკინგემის სასახლესთან, რადგან ერი დაკრძალვის წინ ათდღიანი გლოვის პერიოდში შედის.
- შეიკრიბება ბრიტანეთის პარლამენტი. დედოფლის გარდაცვალების მომენტში პრინცი ჩარლზი გახდება მეფე.
- სამეფო ტახტს დაიკავებს ჩარლზი, ახალი მონარქის პოზიციის გასამყარებლად რამდენიმე რიტუალი გაიმართება. მეორე დღეს, დილის 11 საათზე, ჩარლზი გამოცხადდება მეფედ და ის დადებს ფიცს, რომელსაც ერთობის დეკლარაცია ეწოდება. თუმცა, კორონაცია რამდენიმე თვის განმავლობაში არ შედგება, რადგან გლოვის პერიოდი გაგრძელდება და ცერემონიის მომზადებისთვის დრო არის საჭირო.
- ჩარლზი აირჩევს სახელს – ბრიტანელი მონარქები ტახტზე ასვლისას უფლებას იტოვებენ, აირჩიონ საკუთარი სახელი. იყო ვარაუდი, რომ ჩარლზი სხვა სახელს აირჩევდა – შესაძლოა, ჯორჯი – ბაბუის პატივსაცემად ან ფილიპე – მამის, რადგან პირველი ორი მეფე დაკავშირებული იყო ინგლისის სამოქალაქო ომებთან. მაგრამ დიდი შანსია, ჩარლზი შეინარჩუნებს თავის სახელს და გახდება მეფე ჩარლზ III. მიუხედავად იმისა, რომ ასევე იყო დებატები ჩარლზის მეუღლის ტიტულის შესახებ, მას დედოფალი კამილა დაარქვეს.
- შეიძლება თუ არა უილიამი გახდეს მეფე? – არსებობს ასეთი ვარაუდიც, რომ ჩარლზი დატოვებს ტახტს უფრო პოპულარული შვილის სასარგებლოდ. მაგრამ, სავარაუდოდ, ჩარლზი შეასრულებს იმ მოვალეობას, რომელსაც იმაზე დიდხანს ელოდა, ვიდრე რომელიმე სხვა ბრიტანელი მემკვიდრე. ის 3 წლიდან მემკვიდრეა.
- მეფე ჩარლზი მოინახულებს მშობლიურ კუთხეებს. მას შემდეგ, რაც ჩარლზი მეფედ გამოცხადდება, ის გეგმავს ბრიტანეთის კუნძულების, ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ტურნეს დაწყებას, რათა შეხვდეს ლიდერებს და დაესწროს მსახურებებს. ჩარლზი ხალხს შეხვდება.
- მას შემდეგ რაც ჩარლზი ლონდონში დაბრუნდება, დედოფლის სასახლე ბუკინგემის სასახლიდან ნელი მსვლელობით გაემგზავრება ვესტმინსტერში… ვესტმინსტერში ჩასვლის შემდეგ, საზოგადოებას მიეცემა უფლება, ეწვიოს და პატივი მიაგოს დედოფალს რამდენიმე დღის განმავლობაში.
- ინგლისელებისთვის დედოფლის დაკრძალვა, სავარაუდოდ, ეროვნული დღესასწაული იქნება. დედოფალს ვესტმინსტერის დარბაზიდან ვესტმინსტერის სააბატოში გადაასვენებენ წირვისთვის, რომელიც ტელევიზიით გადაიცემა, მაგრამ კამერები ლოცვის დროს სამეფო ოჯახის დამწუხრებული სახეების ჩვენებისგან თავს შეიკავებენ, იუწყება Guardian. დედოფალ ელისაბედს უინძორის ციხესიმაგრეში დაკრძალავენ, მემორიალურ სამლოცველოში.
- როგორც კი ჩარლზი ხდება მეფე, უილიამი დაიკავებს მემკვიდრის თანამდებობას. ის ასევე მიიღებს უელსის პრინცის ტიტულს, რომელიც ტრადიციულად ენიჭება ტახტის შემდეგი ხაზის მემკვიდრეს. ეს ქეითს უელსის პრინცესად აქცევს, მაგრამ იმის გამო, რომ ეს იყო დიანას ტიტული, მან შესაძლოა სხვა აირჩიოს თავისი გარდაცვლილი დედამთილის პატივისცემის გამო. დედოფლის გარდაცვალება უილიამისა და ქეითის შვილებს სამეფო ტახტზე ასე გადაანაწილებს – მეორე ადგილზე (ჯორჯი), მესამეზე (შარლოტა) და მეოთხეზე (ლუი). პრინცი ჰარი მათ ქვემოთ, მეხუთე ადგილზე დარჩება.
- კამათი მიმდინარეობს იმაზე, თუ რა მოუვა მონარქიას ელისაბედის შემდეგ. დიდი შანსია, რომ ყველაფერი უცვლელად დარჩეს. ბოლო გამოკითხვის თანახმად, ბრიტანელების თითქმის 70 პროცენტი მონარქიის მომხრეა. და ვინაიდან ჩარლზს ასაკის გამო, სავარაუდოდ, ხანმოკლე მეფობა ექნება, მონარქია გააგრძელებს ზრდას.