Home დღის ამბები რა წესების დაცვა მოუწევთ სალონებს მუშაობის დასაწყებად – სალონების ფედერაცია

რა წესების დაცვა მოუწევთ სალონებს მუშაობის დასაწყებად – სალონების ფედერაცია

სალონების ფედერეაციის პრეზიდენტის თამარ შარაშენიძის განცხადებით, სალონების სფეროსთვის განკუთვნილი რეგულაციები ხვალისთვის უნდა იყოს მზად

“საუბარია იმაზე, რომ 5 მ2-ზე ერთმა ხელოსანმა უნდა მიიღოს ერთი მომხმარებელი, ამასთან ხელოსნების სამუშაო ადგილებს შორის დაშორება უნდა იყოს 2 მეტრი. იმ შემთხვევაში თუ ისინი ამ დისტანციას ვერ იცავენ, სამუშაო ადგილებს შორის შესაძლოა, ორგმინის (გამჭვირვალე სადგამი) ბარიერების გაკეთება, რაზე განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.  სალონში შესვლისას თერმოსკრინინგის საკითხი ძალიან ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული. ეს საკითხი განვიხილეთ და შესაძლებელია, ეს მოთხოვნა მხოლოდ თანამშრომლებისთვის შენარჩუნდეს, მომხმარებლებზე კი მოიხსნას, რაც მოხსნის პროცედურულ უხერხულობას. ბიზნესებს ამისთვის დამატებითი კადრის დამატება უწევდათ, რაც ხარჯებს კიდევ უფრო ზრდიდა. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ამაზე მუშაობა. 

გარდა ამისა, პირბადეები და ხელთათმანები იქნება რეგულაციის ნაწილი. ჩვენ გვქონდა ფარების საკითხი დაყენებული და შესაძლოა, რომ ფარები ჩანაცვლდეს სპეციალური ორგმინის სათვალეებით.

ამასთან, დამკვიდრდება ჩაწერის წესი, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მომხმარებლის რაოდენობას.

ამას თუ ვერ შეასრულებენ სალონები, იქ უკვე საუბარია რისკებზე. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ დროულად დავრეგისტრირდეთ, შეგვამოწმონ და ჩავერთოთ სისტემაში“, – განაცხადა სალონების ფედერაციის პრეზიდენტმა.

წყარო : BM.GE