თავის ტკივილს უამრავი გამომწვევი მიზეზი აქვს. ზოგიერთი მათგანი კი მეტად საყურადღებო და ჯანმრთელობისთვის საშიში შეიძლება აღმოჩნდეს.
აქედან გამომდინარე, საჭიროა თავის ტკივილის სიმპტომების ცოდნა, მათი გარჩევა და ამოცნობა.
როდესაც თავის ტკივილი თანდათან უარესდება და თან ახლავს კისრის დაჭიმულობა, სისუსტე, სხეულის ცალ მხარეს დაბუჟების შეგრძნება, მეტყველების გაძნელება, მხედველობის გაუარესება ეს სერიოზულ მდგომარეობაზე მიუთითებს და საჭიროებს სამედიცინო დახმარებას.
ასეთი შემთხვევებია:
თავის ტკივილი, რომელიც ინსულტზე მიუთითებს – მოულოდნელად შეიძლება განვითარდეს. თან ახლავს ნევროლოგიური ფუნქციების დარღვევა, სისუსტე, მეტყველების გაძნელება მხედველობის დაქვეითება, დაბუჟების შეგრძნება.
მაღალი წნევისგან გამოწვეული თავის ტკივილი – საკმაოდ საყურადღებოა, ვინაიდან შეიძლება განვითარდეს გულის შეტევა, თირკმლის უკმარისობა, ინსულტი
ასევე, საყურადღებოა, კლასტერული თავის ტკივილი, რომელიც დიდხანს გრძელდება.