მილიარდერმა ილონ მასკმა Twitter-ისგან მოითხოვა გაამხილოს მექანიზმი, რომლის საშუალებითაც კომპანია განსაზღვრავს და გამოავლენს ფეიკ ანგარიშებს. ბიზნესმენმა განაცხადა, რომ თუ კომპანია ღიად იტყვის ყალბი ანგარიშების გამოვლენის რა მეთოდს იყენებს და როგორ ამტკიცებს, რომ ისინი ფეიკია, ის შეიძენს Twitter-ს პირველადი პირობებით. ამის შესახებ Associated Press წერს.
მასკმა ასევე საჯარო დებატებზე გამოიწვია „ტვიტერის“ ხელმძღვანელი პარაგა აგრავალა, სადაც უნდა დაზუსტებით თქვას ანგარიშების რა პროცენტულობაა ყალბი.
მანამდე მან განაცხადა, რომ ნებისმიერი ალგორითმი, რომელსაცც Twitter იყენებს ბოტებთან საბრძოლველად, უნდა იყოს ღია. მან წამოწია ანგარიშის ფასიანი ვერიფიკაციის იდეაც, დასძინა რომ მისი მიზანია გახადოს პლატფორმა ზედმეტად ძვირიანი ფეიკ ანგარიშების შესაქმნელად.
შეგახსენებთ, მასკმა კომპანიის შეძენის შესახებ 25 აპრილს გამოაცხადა. კონტრაქტის ღირებულებამ 44 მლრდ დოლარი შეადგინა. თუმცა, 8 ივლისს მილიარდერმა უარი თქვა მის შეძენაზე, რის გამოც კომპანიამ მას სასამართლოში უჩივლა. დელავერის ფედერალური სასამართლო საქმის განხილვას 17 ოქტომბერს შეუდგება.