სურსათის ეროვნული სააგენტო, ინფორმაციას მომხმარებლებისთვის ავრცელებს.
რა უნდა გავითვალისწინოთ სუნელ სანელებლების შეძენისას და რა ღონისძიებებს ატარებს სახელმწიფო მომხმარებლის ინტერესების დაცვისთვის?
▶ აგრარული ბაზარი, სადაც სუნელ-სანელებლების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. აქ დასაქმებული ბიზნესოპერატორები განმარტავენ, რომ მათ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსებისას, სავალდებულოა ეტიკეტირება და მომხმარებლისთვის დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდება.
? სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მონიტორინგი აგრარულ ბაზრებში მუდმივად ხორციელდება.
☑ საქართველოს მთავრობამ 2018 წელს მიიღო დადგენილება სუნელებისა და სანელებლების წარმოება-გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებული რისკის მართვის დროებითი ზომების შესახებ.
☑ სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სუნელ-სანელებლების ლაბორატორიულ კვლევას, რომლის შედეგებზეც საზოგადოებას ინფორმაცია პერიოდულად მიეწოდება.
საეჭვო შემთხვევების გამოვლენისთანავე დაუკავშირდით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
?ცხელ ხაზს – 15 01.