დიდი ბრიტანეთის ექიმებმა განაცხადეს, თუ რა საშიშროების შემცველია კოსმეტიკის წასასმელი ინსტრუმენტები.
სპეციალისტებმა მიკროსკოპის ქვეშ გამოიკვლიეს მაკიჟის 12 ფუნჯი. მათგან 11 უნიტაზის დასაჯდომზე უფრო დაბინძურებული აღმოჩნდა. მათში ნანახი იქნა ობის სოკო და ბაქტერიები, დაბინძურების თვასაზრისით, ექიმების განცხადებით, განსაკუთრებით საშიშია თვალის ჩრდილებისა და რუჟის წასასმელი ფუნჯები. ამას გარდა, მათ გამოიკვლიეს ტუჩსაცხები. თუთოეულ მათგანზე აღმოაჩინეს 4364 საფუარა სოკოსა და ბაქტერიების კოლონიები.
ყოველდღიური გამოყენებისას, ფუნჯებზე გროვდება ჭუჭყი, ცხიმი და კანის მკვდარი უჯრედები, რაც თავის მხრივ ბაქტერიებისათვის შესანიშნავი საკვები გარემოა. ბაქტერიები და პათოგენური მიკროორგანიზმები კი იწვევს გამონაყარს და კანის საფარველის გაღიზიანებას. თუმცა, ამის თავიდან აცილება შესაძლებელია თუ კვირაში ერთხელ გავასუფთავებთ ფუნჯებს. ასევე მნიშვნელოვანია სწორად გავრეცხოთ მაკიაჟის წასასმელი საშუალებები. ფუნჯები უნდა გავსაპნოთ კანის საწმენდი საშუალებით, გავრეცხოთ თბილ წყალში, შემდეგ გავწუროთ და გავაშროთ.