Home რჩევები რა პროცესები ვითარდება ჩვენს ორგანიზმში შაკიკის დროს

რა პროცესები ვითარდება ჩვენს ორგანიზმში შაკიკის დროს

შაკიკი – ეს არის პროცესი არამხოლოდ თავში, არამედ მთელ ორგანიზმში. შაკიკი ხასიათდება თავის ტკივილით და თანმდევი არაერთი სიმპტომით.

მათ შორისაა სენსორული და მოტორული ფუნქციების დარღვევა, სხეულის სხვადასხვა ნაწილში დისკომფრტის შეგრძნება, დაბუჟება, გულისრევა.

შაკიკის შეტევა, ხშირ შემთხვევაში, იწყება ტვინის გადაჭარბებული რეაქციით გამღიზიანებელზე. შაკიკის კლინიკური გამოვლინებები კი არის შედეგი ტვინის ურთულესი ელექტროფიზიოლოგიური სისტემის გადაჭარბებული რეაქციისა გამღიზიანებელზე. ელექტრული იმპულსების გააქტიურება კი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ცვლილებას იწვევს, რაც გავლენას ახდენს ტვინის ნერვულ დაბოლოებზე და შესაბამისად აღინიშნება ტკივილი.

შაკიკის მაპროვოცირებელი ფაქტორები შეიძლება იყოს:

ალკოჰოლი;

ამინდის ცვლილება;

სინათლე;

კოფეინი;

კომპიუტერის სინათლე;

დეჰიდრატაცია;

ჰორმონალური დისბალანსი

შაკიკის პრევენცია:

მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, შეამცირეთ კოფეინის, შოკოლადისა და ტკბილეულის რაოდენობა, ვინაიდან ეს პროდუქტები მიჩნეულია შაკიკის შეტევის მაპროვოცირებელ ფაქტორებად;

მოერიდეთ ხმაურს; კომპიუტერის ეკრანის სინათლეს;

მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი;

აუცილებელია ისეთი ვარჯიშები, რომლებიც ადუნებს ორგანიზმს და ხელს უწყობს რელაქსს(გასათვალისწინებელია,რომ ინტენსიური ვარჯიში,მაგალითად, სიმძიმეების აწევა არ არის სასურველი)

შაკიკის შეტევისას ტკივილის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ ყინულის დადება კისრის არეში, შეტევის განმავლობაში სასურველია მყუდრო, ბნელ, ოთახში მოსვენება. მწვავე ტკივილის შემთხვევაში შესაძლებელია ტკივილგამაყუჩებლის გამოყენება.