სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან კონსულტაციები თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წინანდალში, კისისხევში და ნასამხრალში გაიმართა.
შეხვედრებს თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, მერის მოადგილე დავით ბეგიაშვილი,საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებად დასახელდა:
? წინანდალი – ე.წ. სადგურის უბანში არსებულ ჭაბურღილზე ტუმბოს, სამარაგო რეზერვუარის და სასმელი წყლის ქსელზე დაერთების მოწყობა. ე.წ. ჩოთალიშვილების უბანში არსებულ ჭაბურღილზე ტუმბოს, სამარაგო რეზერვუარისა და სასმელი წყლის ქსელზე დაერთების მოწყობა. შიდა საუბნო გზებზე გარე განათების ქსელის მოწყობა.
? კისისხევი – შიდა საუბნო გზებზე სანიაღვრე არხების და ნიაღვარმიმღებების მოწყობა, ასევე ახალი გარე განათების ქსელის მოწყობა.
? ნასამხრალი – შიდა საუბნო გზებზე ახალი სანიაღვრე არხების და ახალი გარე განათების ქსელის მოწყობა.