Home დღის ამბები რა გაყიდა და რა იყიდა საქართველომ რუსეთში წლის I ნახევარში?

რა გაყიდა და რა იყიდა საქართველომ რუსეთში წლის I ნახევარში?

2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველო უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის რუსეთი 584.1 მლნ დოლარით თურქეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით რუსეთთან ექსპორტ-იმპორტი 13.9%-ით შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, პირველ 6 თვეში ექსპორტი 27.9%-ით შემცირდა და 188.0 მლნ დოლარი შეადგინა.

რა გავყიდეთ 2020 წლის იანვარ-ივნისში რუსეთში – TOP-5 პროდუქტი

1. ყურძნის ნატურალური ღვინოები – 54.1 მლნ დოლარი, კლება – 7.9%;
2. ფეროშენადნობები – 49.4 მლნ დოლარი, კლება – 36.1%;
3. მინერალური და მტკნარი წყლები – 19.3 მლნ დოლარი, კლება – 46.9%;
4. სპირტიანი სასმელები – 14.1 მლნ დოლარი, ზრდა – 1.3%;
5. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 6.3 მლნ დოლარი, ზრდა – 11.1%;

დანარჩენი საქონელი – 44.6 მლნ დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს, აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან იმპორტის მოცულობა 5.0%-ით შემცირდა და 396.1 მლნ დოლარი შეადგინა.

რა ვიყიდეთ იანვარ-ივნისში რუსეთში – TOP-5 პროდუქტი 

1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 64.3 მლნ დოლარი, კლება – 28%;
2. ხორბალი და მესლინი – 39.5 მლნ დოლარი, ზრდა – 21.1%;
3. ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა – 21.9 მლნ დოლარი, ზრდა – 38.5%
4. მზესუმზირის ზეთი – 17.3 მლნ დოლარი, ზრდა – 22.0%;
5. სიმინდი – 12.9 მლნ დოლარი; ზრდა – 43.4%;

დანარჩენი საქონელი – სულ: 239.9 მლნ დოლარი.