Home დღის ამბები რატომ უნდა ჰქონდეთ პრივილეგიები იმის გამო, რომ სექსუალური ლტოლვა აქვს კაცს- კაცისკენ...

რატომ უნდა ჰქონდეთ პრივილეგიები იმის გამო, რომ სექსუალური ლტოლვა აქვს კაცს- კაცისკენ და ქალს ქალისკენ?!”

“ვერ გავიგე რითი განსხვავდებიან სხვა ადამიანებისგან და რატომ უნდა ჰქონდეთ პრივილეგიები იმის გამო, რომ სექსუალური ლტოლვა აქვს კაცს- კაცისკენ და ქალს ქალისკენ?!”- ამ სიტყვებით გამოეხმაურა მეუფე იაკობი 17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაგეგმილ კამპანიას.

“ის ადამიანი, რომლებსაც უმცირესობებს ვუწოდებთ, ქალი – ქალთან და მაპატიეთ, კაცი – კაცთან , კაცის და ქალან არაქროწინებითი ურთიერთობაც ითვლება ცოდვათ. ცოდვა როგორ შეიძლება გამოვარჩიოთ აი, რახამ ეგენი სექსუალურად ასეთი მიმდევრები არიან და რაღაცას ასე უყურებენ, ყოჩაღ ამათ?!

მსოფლიოს ძირითადი რელიგიები არ ცნობენ, სადაც ცოდვაა შეიძლება პროპაგანდა გავუკეთოთ იგივე ქურდობას, ყაჩაღობას, ტყუილებს?! თუ გინახავთ , რომ სხვა რელიგია შეურაცხვყოფთ ჩვენ , არც იმას არ შეურაცხვყოფთ. ამიტომ, ვერ გავიგე რითი განსხვავდებიან ხვა ადამიანებისგან და რატომ უნდა ჰქონდეთ პრივილეგიები იმის გამო, რომ სექსუალური ლტოვა აქვს კაცს- კაცისკენ და ქალს ქალისკენ?! ცხოვრობ, მასე იცხოვრე, ახლა გამოხვიდე და თავზე მომახვიო, რატომ აკეთებ ამას?! სასულიერო პირი რომ არ ვიყო, ეს მიუღებელია. ტრადიციულ ჯახში ვარ გაზრდილი, სოფელში ვიზრდებოდი თბილისში დაბადებულ- გაზრდილი ვარ, აქ ქიზიყურიც ბევრი მაქვს.”- აღნიშნა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა.