Home დღის ამბები რამ­დენ ხანს ძლებს კო­რო­ნა­ვირუ­სი საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ზე და შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, ადა­მი­ა­ნი საკ­ვე­ბით...

რამ­დენ ხანს ძლებს კო­რო­ნა­ვირუ­სი საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ზე და შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, ადა­მი­ა­ნი საკ­ვე­ბით და­ინ­ფი­ცირ­დეს?

ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს კვლე­ვა იმის შე­სა­ხებ, თუ რამ­დენ ხანს ძლებს კო­რო­ნა­ვირუ­სი ხი­ლის, ან ბოსტნე­უ­ლის ზე­და­პირ­ზე, მაგ­რამ იმის შან­სი, რომ ის პრო­დუქტზე მოხ­ვდეს და ადა­მი­ანს გა­და­ე­დოს, ნამ­დვი­ლად არის.

ამის შე­სა­ხებ წერს კა­ნა­დუ­რი გა­მო­ცე­მა Globalnews. გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას ეპი­დე­მი­ო­ლო­გი და ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა ექ­სპერ­ტი, ექი­მი ჯეფ უონ­გი ამ­ბობს, რომ თუ ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ა­ში და­ახ­ვე­ლებს, ან და­ა­ცე­მი­ნებს, დი­დია იმის შან­სი, რომ COVID-19 საკ­ვებ­ზე მოხ­ვდე­ბა.

ჯეფ უონ­გი გვირ­ჩევს, რომ თა­ვის და­ზღვე­ვის მიზ­ნით, კონ­ტე­ი­ნერ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი და შე­ფუ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი ვი­ყი­დოთ და არა მა­ღა­ზი­ის თა­რო­ზე უწეს­რი­გოდ, ყო­ველ­გვა­რი დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­რე­შე მო­თავ­სე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი. ექ­სპერ­ტის თქმით, ასე უფრო და­ცუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით.

  • უნდა გა­მო­ვი­ყენთ თუ არა ბოსტნე­უ­ლი­სა და ხი­ლის გა­სა­რე­ცხად ჟელე, ან სა­პო­ნი?

კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხის გამო, მკაც­რად ვი­ცავთ ჰი­გი­ე­ნის წე­სებს. ზო­გი­ერ­თი კი, ხი­ლი­სა, თუ ბოსტნე­უ­ლის გა­სა­რე­ცხად ჟე­ლე­სა და სა­პონს იყე­ნებს. თუ თქვენ ასე იქ­ცე­ვით და თან გტან­ჯავთ კი­თხვა – უნდა რე­ცხავ­დეთ თუ არა პრო­დუქ­ტებს საპ­ნით, მარ­ტო არ ხართ. მსოფ­ლი­ო­ში დღეს უამ­რავ ადა­მი­ანს აწუ­ხებს იგი­ვე კი­თხვა.

საკ­ვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტი, კა­ნა­დე­ლი მკვლე­ვა­რი ჯეფ ფარ­ბე­რი ამ­ბობს, რომ პრო­დუქ­ტი არა­ნა­ი­რი სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბით არ უნდა გა­რე­ცხოთ. თუ საპ­ნით გა­რე­ცხილ საკ­ვებს მი­ირ­თმევთ, ამან შე­იძ­ლე­ბა გუ­ლის­რე­ვა, პირ­ღე­ბი­ნე­ბა, დი­ა­რეა და კუჭ-ნაწ­ლა­ვის სხვა პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს. ის გირ­ჩევთ, რომ პრო­დუქ­ტი გა­რე­ცხოთ გამ­დი­ნა­რე, ცივი წყლით და ხე­ლით.

მი­სი­ვე თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა. და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი მა­შინ­ვე, როცა მა­ღა­ზი­ი­დან სახ­ლში დაბ­რუნ­დე­ბით. ფარ­ბე­რი ასე­ვე გირ­ჩევთ, საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბამ­დე კარ­გად გა­რე­ცხოთ ყვე­ლა ის ჭურ­ჭე­ლი, ყვე­ლა ნივ­თი, რო­მე­ლიც საჭ­მლის მო­სამ­ზა­დებ­ლად გჭირ­დე­ბათ.

წყარო: ამბები.GE