Home დღის ამბები პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა 12 ოქტომბრიდან დაიწყება

პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა 12 ოქტომბრიდან დაიწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კორონავირუსის პანდემიის ფონზე განათლების სფეროს ყველა მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა.

პრეზენტაციის ფარგლებში, მინისტრმა პროფესიული განათლების მიმართულებითაც ისაუბრა. მისი თქმით, კოლეჯების ადმინისტრაციები დისტანციურად ემზადებიან საშემოდგომო მიღებისთვის, ამუშავებენ პროგრამებს და გადიან ონლაინ ავტორიზაციას ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საგანგებოდ შექმნილი მექანიზმის მეშვეობით.

პრეზენტაციისას ცნობილი გახდა, რომ პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა 12 ოქტომბრიდან დაიწყება, ხოლო აპლიკანტებისთვის 8700-მდე ადგილის შეთავაზება იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაგეგმილზე ერთი თვით გვიან, 20 მაისს დაიწყება, გამოცდები კი სექტემბერში ჩატარდება.