“ბოლო ორი დღეა ჯანიანი ბიჭების წუწუნი მესმის, რა გვეშველება ტურისტი არ ჩამოდისო – საქმის კეთება ვისაც უნდა, ყოველთვის შეძლებს” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ქართლში ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ბოლო ერთ-ორი დღის განმავლობაში იმდენი წუწუნი მესმის ქალაქში, აი, ჯანიანი ბიჭების, რომ ტურისტი აღარ არის, მთავრობა რას შვრება, როდის ჩამოვა ტურისტი, მოგვეხმარეთ და ა.შ. რეალურად, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს, ჯანით სავსეს, თუ აქვს შესაბამისი სურვილი, სამართლიანობა, ღირსება, შეუძლია, რომ ამ ქვეყანაში საქმე გააკეთოს ისე, როგორც აკეთებს ფერმერი (გიორგი მჭედლიძე), რომლის ბაღშიც ახლა ვართ. რაღაც პერიოდის წინ ვიყავით ვაშლის ბაღებში, რომელიც შესანიშნავია… საუკეთესო საქმეს აკეთებს. ვფიქრობ, ვისაც უნდა, ყოველთვის შეძლებს საქმის კეთებას, მიუხედავად იმ რთული პირობებისა, რა პირობებშიც დღეს ქვეყანა არის. ეს კაცი არის ამის მაგალითი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.