პოლიციამ, კახეთში, დაჭრის მუხლით შუახნის და გარყვნილი ქმედების გამო ერთი არასრულწლოვანი ცხელ კვალზე დააკავა.
საქმე ეხება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში მომხდარ შემთვევას, რა დროსაც თანასოფლელმა თანასოფლელს ცივი იარაღით ყური მოაჭრა.
დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ 15 წლამდე არასრულწლოვანმა ორ არასრულწლოვანზე გარყვნილი ქმედება განახორციელა, რის შესახებაც მოზარდების მამამ შეიტყო და მის თანასოფლელ არასრულწლოვანს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, ამის შემდეგ კი შურისძიების მიზნით მას ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
მომხდარის გამო ამ წუთებში საგარეჯოშის პოლიციასთან აქცია მიმდინარეობს. გიორგიწმინდას მოსახლეობის ნაწილი მოზარდების მამის გათავისუფლებას ითხოვს. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ის დამნაშავე არ არის, რადგან ის აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა , როცა გაიგო რომ მის შვილებზე გარყვნილ ქმედებას მისივე თანასოფლელი არასრულწლოვანი ახორციელებდა.