Home დღის ამბები პირველ ეტაპზე რეფერენტული ფასები ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე დაწესდება

პირველ ეტაპზე რეფერენტული ფასები ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე დაწესდება

მედიკამენტებზე დაწესებული რეფერენტული ფასები ცნობილია – პირველ ეტაპზე ცვლილება შეეხება ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს, ჯამში წამლებზე ფასები დაახლოებით 40%-მდე დაიკლებს.

როგორც ცნობილი ხდება, საერთო ჯამში პირველ ეტაპზე ცვლილება შეეხება 1300-მდე მედიკამენტს. რეფორმის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აწესებს ზედა ზღვარს, რომელზე ძვირადაც მედიკამენტის რეალიზება დასჯადი ხდება.