პანკისის ხეობის ფუნდამენტური და ტრადიციული ისლამის მიმდევრები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის, მეჩეთში ხალხმრავალ შეკრებებზე შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავენ.
პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამის, ზურაბ ქავთარაშვილის განმარტებით, ასეთი შეზღუდვები უკვე ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. ჯერ არ გვიმსჯელია, მაგრამ თუკი ამისი აუცილებლობა იქნება, ერთობლივად ვიმსჯელებთ.
ბევრ არაბულ ქვეყანაში ასეთი შეზღუდვა დაწესდა. ადამიანის სისცოცხლე და ჯანმრთელობა, ყველა რელიგისათვის უპირატესია. თუ სამედიცინო თვალსაზრისით, აუცილებელი იქნება, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჯერჯერობით, ხეობაში სიმშვიდეა- განაცხადა ქავთარაშვილმა. შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავენ, ტრადიციული ისლამის მიმდევრებიც. პანკისის ხეობის ერთ- ერთი უხუცესის, ჯარაფ ხანგოშვილის ინფორმაციით, ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება ხეობაში ერთობლივად მიიღება და ის, მეჩეთში ლოცვის დასრულების შემდეგ ცხადდება. მლოცველები მეჩეთში პარასკევობით, შუადღისას ვიკრიბებით და ლოცვის შემდეგ გადაწყვეტილებები ცხადდება.
თუ ადამიანების ჯანმრთელობას ეს სჭირდება, ერთად ვიმოქმდებთ ამისათვის- განაცხადა ხანგოშვილმა. შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, რელიგიურ რიტუალებში გარკვეული ცვლილებები, მართლმადიდებლურმა ეკლესიამაც შეიტანა.