Home დღის ამბები პანკისის ხეობაში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაპატიმრებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ

პანკისის ხეობაში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაპატიმრებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ

პანკისის ხეობაში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაპატიმრებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ

ამ მოთხოვნით, ყოფილი იმამის, აიუფ ბორჩაშვილისა და დავით ბორჩაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები სოფელ ჯოყოლოს ცენტრში შეიკრიბნენ.

აიუფ ბორჩაშვილის დედა, მარიამ ბორჩაშვილი თვლის, რომ მისი შვილი უდანაშაულოა.

აიუფს სირიაში მოქალაქეების წაყვანასთან დაკავშირებით, ბრალი არ მიუძღვის. თუ ჩემს შვილს გაანთავისუფლებენ, მე ხელისუფლებას მხარს დავუჭერ- განაცხადა ბორჩაშვილმა.

შეგახსენებთ, აიუფ ბორჩაშვილს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა 2016 წელს მიესაჯა.

საქმის მასალების მიხედვით, ის ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი იყო საქართველოში. ბორჩაშვილი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით, მოქალაქეების გადაბირებასაც ახდენდა.

ბორჩაშვილი დანაშავედაა ცნობილი, სკოლის მოსწავლეების, 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილის და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილის გადაბირებასა და პანკისიდან სირიაში გაგზავნაშიც.