საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ 4 თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატურები დასანიშნად მინისტრს წარედგინა. მათ შორის თელავსი ვაჟა- ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე, პაატა გულიაშვილის კანდიდატურა დასანიშნად თეა წულუკიანს წარედგინა.
პაატა გულიაშვილი დაიბადა 1978 წელს. 1999 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1999-2003 წლებში იყო თელავის თეატრის მსახიობი. 2005 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.
რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
ოთარი (ლ. ბუღაძე “ჯარისკაცი,სიყვარული, დაცვის ბიჭი და… პრეზიდენტი”, რეჟისორი – რ. სტურუა),
ქონდარუხი (ა. სულაკაური “სალამურა”, რეჟისორები – რ. ჩხაიძე, დ. კვირცხალია),
მუშა (დ. კლდიაშვილი “დარისპანის გასაჭირი”, რეჟისორები – რ. სტურუა, ზ. პაპუაშვილი),
ვანო (ი. სამსონაძე „ყოფილების სარეცელი“, რეჟისორი – ნ. ლიპარტიანი),
ნესტორ პაპასტვირი (ი. სამსონაძე, გ. თავაძე “დაბოლილი მთვარე”, რეჟისორი – გ. თავაძე),
პოლონიუსი (“ჰალმეტ.com X” სურათები უილიამ შექსპირის “ჰამლეტიდან”, რეჟისორი – ლ. ხვიჩია),
მისტერ ბამბლი (ლ. ბარტი “ოლივერ!”, ჩ. დიკენსის “ოლივერ ტვისტის” მიხედვით, რეჟისორი – დ. საყვარელიძე).
კასკა (უილიამ შექსპირი ,,იულიუს კეისარი”, რეჟისორი – რობერტ სტურუა).
ორონტი – მიზანთროპი ( ჟან-ბატისტ მოლიერი, რეჟისორი- გოშა გორგოშიძე)
მასხარა -კონკია(რეჟისორი- რობერტ სტურუა)
გოგა -სადღაც, ცისარტყელას მიღმა… (ლაშა თაბუკაშვილი, რეჟისორი – რობერტ სტურუა)
მონაწილეა სპექტაკლისა – ,,შობა ტიფლისში”, “საახალწლო ნობათი”.
სხვადასხვა თეატრის სცენაზე მან ითამაშა სპექტაკლებში:
“საწყაული საწყაულის წინ” (რეჟისორი – ნ. ხატისკაცი), “მშვიდობით ლომებო” (რეჟისორი – გ. ჩაკვეტაძე), “მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“ (რეჟისორი – ლ. სვანაძე), “იეთიმბურჯი”, “ხანუმა”, “იხვებზე ნადირობა”, “აჩრდილები”, “ყველა ჩემი შვილია”, “ვოიცეკი”.
გადაღებულია ფილმებში:
“ფელიჩიტა” (რეჟისორი – ნ. ალექსი-მესხიშვილი), “27 დრაკონი” (რეჟისორი – ბ. გიორგობიანი), „ქაღალდის ტყვია“(რეჟისორი – ლ. თუთბერიძე).
მონაწილეა სატელევიზიო შოუებისა:
“ასსა”, “კაბარე 5 ვარსკვლავი”, ,,შობა ტიფლისში”.
პაატა გულიაშვილი არის წამყვანი ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის“ შოუპროგრამისა “ფარული კამერა“.
მიღებული აქვს ჯილდოები:
2004 წ.წ. მიიღო თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემია “წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“;
2004 წელს მიიღო “ოქროს ნიღაბი“, ეპიზოდური როლის შესრულებისთვის სპექტაკლში „მშვიდობით ლომებო“;
მიღებული აქვს პრეზიდენტის ჯილდო – ღირსების მედალი.
იგი არის ავტორი სიმღერისა, რომელიც 2011 წლის პოპულარულ სიმღერად აღიარეს.
2011 წლიდან არის ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი.
1995 წელს მიიღო პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის (“პირდაღებული”, რეჟისორი – დ. საყვარელიძე).