ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ სროლას პოლიციამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.
ინციდენტი 25 ივნისის ღამით მოხდა. უცნობი პირი ღამის კლუბში შეიჭრა და სროლა დაიწყო, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 8 კი დაიჭრა.
ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილის მახლობლად დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება.