ჯონდო მდივნიშვილმა, ქ. ლაგოდეხში, ისტორიული მუზეუმისა და ჯიმი მაისურაძის სახელობის პარკის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, ევროკავშირის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ლაგოდეხში, ისტორიული მუზეუმის შენობის ორივე სართული რეაბილიტირდება: შეიცვლება ჭერი, ფანჯრები, იატაკი, შიდა და გარე ფასადი, მოეწყობა ეზო, შესასვლელი დეკორატიული ბილიკები, სცენა, დაირგვება მწვანე ნარგავები.

ჯიმი მაისურაძის სახელობის დასასვენებელ სკვერში მოეწყობა ატრაქციონების სივრცე, შადრევანი. დამონტაჟდება სკამები, დეკორატიული გარე განათებები, სანაგვე ურნები და შემოიღობება ახალი დეკორატიული ლითონის მოაჯირით.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ასევე, სპორტულ მოედანს. დაიგება მულტიფუნქციური საფარი, დამონტაჟდება ახალი კალათბურთის ფარები, მოეწყობა ტრიბუნა; სკვერში არსებული ჯიმი მაისურაძის მემორიალი, მოპირკეთდება, ბაზალტის დეკორატიული ფილით; სავალი ბილიკები, გაფორმდება დეკორატიული ფილით და მწვანე მრავალწლიანი ნარგავით; კეთილმოეწყობა სკვერში არსებული სანიაღვრე არხი.

ორივე პროექტი, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 550 388.22 ლარს შეადგენს.

მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, მადლობა გადაუხადა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. მერმა მიმდინარე პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამომავლო ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება.