მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში ,,ენერგოეფექტურობის ცენტრი – საქართველოს,, მიერ ჩატარებულ ,,სელფების,, კონკურსში გამარჯვებული მონაწილე ნინო ჯელაძე თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ფიქრია ყუშიტაშვილმა და ცენტრის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
ნინო ჯელაძეს მზის ელექტროსადგური და სერტიფიკატი გადაეცა. მდგრადი ენერგეტიკული კვირეულის EUSEW 2020-ის ღონისძიების წარმატებული განხორციელებისთვის სერთიფიკატი გადაეცა თელავის მუნიციპალიტეტის მერიასაც.