Home დღის ამბები სამართალი ნიკა ქართლელიშილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო

ნიკა ქართლელიშილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო

უზენაესმა სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დამნაშავედ თელავში მცხოვრები ნიკა ქართლელიშვილი სცნო

პროკურატურის საჩივრის საფუძველზე, მკვლელობის მცდელობაში გამართლებულ პირს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ინციდენტი 2023 წლის 30 აპრილს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.

სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ქართლელიშვილმა წარსულში არსებული კონფლიქტი გაიხსენა და შურისძიების მოტივით, ამავე რესტორანში მყოფ ომანაშვილს ცივი იარაღით სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. დაზარალებული ექიმებმა გადაარჩინეს. დანაშაულის ჩამდენ პირს კი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლი წარედგინა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული გაამართლა. განაჩენს დაეთანხმა თბილისის სააპელაციო სასამართლოც. თუმცა ბრალდების მხარემ ის ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.

ნიკა ქართლელიშვილს ადვოკატი, ლეილა გარსევანიშვილი იცავს. უფლებადამცველი mak.ge- სთან კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ნებართვის გარეშე დეტალებს ვერ გაახმოვანებს. გადაიყვანეს თუ არა სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში ქართლელიშვილი, ადვოკატის თქმით, მსჯავრდებულს არ შეხვედრია და მისთვის ეს ფაქტიც უცნობია.