Home დღის ამბები ნაციონალური მოძრაობის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გუბერნატორის ადმინისტრაციას განცხადებით მიმართა

ნაციონალური მოძრაობის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გუბერნატორის ადმინისტრაციას განცხადებით მიმართა

ნაციონალური მოძრაობის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გუბერნატორის ადმინისტრაციას განცხადებით მიმართა და სოციალურ პაკეტებში დახარჯული თანხის შესაბამისი დოკუმენტები მოითხოვა.

https://www.facebook.com/kakhetinews/videos/538040976783034/

გიორგი ბოტკოველის განმარტებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი და შესაბამისი მტკიცებულებები, რომ სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხით შეძენილი პროდუქტები შერჩევით დარიგდა.

ამასთან დაკავშირებით ბოტკოველი მიიჩნევს, რომ თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა და ბევრი გაჭირვებული ოჯახი დახმარების გარეშე დარჩა.

“მედიასთან ერთად მინდა მივმართო გუბერნატორის ადმინისტრაციას, რომ რვავე მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოციალურ პაკეტებზე გამოყოფილი და გახარჯული თანხის შესაბამისი დოკუმენტაცია გადმომცენ. ბევრი გაჭირვებული ოჯახი არის დახმარების გარეშე დარჩენილი და სასურსათო კალათები შერჩევით დარიგდა. ამიტომ გვაქვს შემდეგი კითხვები, რაზეც ვითხოვ პასუხს:

1.რა თანხა დაიხარჯა,რვავე მუნიციპალიტეტის მასშტაბით?

2.რანდენი ცალი ამანათი დარიგდა?

3.რა პროდუქტი და რა რაოდენობა შედიოდა არსებულ ამანათში?

4.რა პრინციპით და ვის მიერ მოხდა ბენეფიციარ პირთა შერჩევა?

5.ბენეფიციარ პირთა ვინაობა მისამართების მითითებით.-“განაცხადა ბოტკოველმა.

გუბერნატორის ადმოინისტრაციაში კი განმარტეს, რომ გაეცნობიან განცხადებას და კანონთთან შესაბამისობაში გასცემენ ინფომაციას.

დღეს, კახეთის გუბერნიის კანცელარია დაკეტილი იყო. გიორგი ბოტკოველის განცხადება, გუბერნატორის მოადგილემ, პლატონ კალმახელიძემ ჩაიბარა.