Home დღის ამბები ნატოში შესვლამდე ჯერ 5 შვილის დედა ნატოს დავეხმაროთ, იმ ნატომდე ეს ნატო...

ნატოში შესვლამდე ჯერ 5 შვილის დედა ნატოს დავეხმაროთ, იმ ნატომდე ეს ნატო უფრო ახლოს არის !

ავთოს, ელენს, თამარის და ქეთოს დედას ნატო ჰქვია…

ავთომ სკოლა დაასრულა და ქვეყნის წინაშე  ვალის მოსახდელად ქართულ ჯარშიც წავიდა, ოქტომბრის ბოლომდე ქვეყანას უნდა ემსახუროს… მერე …

ელენე 9 წლის არის, თამარი 7 ის, ქეთევანი კი გუშინ გახდა 4 წლის…

მაგრამ ქეთოს  დაბადების დღე დედამ ვერ გადაუხადა…

სახლში არც ტორტი იყო…  და არც ქადა…

ტყუილი წყალწყალა სუპით და ცეკვა თამაშით აღნიშნეს დაბადების დღე…

ამ გოგო ბიჭების დედა ორსულად არის , მალე სულ რამდენიმე თვეში ოჯახში პატარა გაჩნდება … ნატო კი 5 შვილის დედა გახდება…

ნატოს ქმარი სოფლად სეზონურ სამუშაოებზე დადის… სწორედ ეს სეზონური შემოსავალი და სოციალური დახმარებაა ოჯახის ძირითადი საშემოსვალო წყარო. მაგრამ ნატოს და მის შვილებს დახმარება იანვრის მერე აღარ აუღია…  დროებით შეუჩერეს… როდემიდე ? ამბობს რომ არ იცის…

ნატოს გინეკოლოგმა ანტიბიოტიკები  და სხვა მედიკამენტები დაუნიშნა … აღმოჩნდა რომ სისხლში ცვლილება აქვს და სასწრაფო მკურნალობა სჭირდება…

არა და  ორსული გოგო რომელიც მეხუთე შვილს ელოდება მედიკამენტებს ვერ ყიდულობს.

ბავშვები ორი თვეა ვერც  ბაღში  და ვერც სკოლაში ვერ დადიან … მიზეზი კი მათი გაციება და ავადმყოფობაა

მიუხედავად იმის რომ სახელმწიფოსგან უფასოდ ეკუთვნით მედიკამენტები დღემდე მაინც ვერ მიიღეს,

მიაკითხა კიდეც თელავის პოლიკლინიკას დედამ რომ ფორმა 100 და წამლის რეცეპტი მიეღო, მერე  თელავის მერიაში წარედგინა რათა  წამალები  დაეფინანსებინათ. თუმცა როგორც აუხსნეს უბნის ექიმები  კომპიუტერებზე გადავიდნენ … და ჯერ ექიმმა კომპიუტერი 

 

ვერ ისწავლა რომ შესაბამისი რეცეპტი დროულად  გასცეს…

ასე რომ  ნატო და მისი მცირეწლოვანი შვილები უფასო მედიკამენტებს მანამდე ვერ მიიღებენ სანამდე ექიმი კომპიუტერს არ ისწავლის… მანამდე კი…

ეს ამბავი სადღაც ინდოეთის რომელიღაც პროვინციიდან არ მომიტანია, ჩამოთვლილი პერსონჟები აქვე ქალაქ თელავში ცხოვრობენ კავკასიონის ქ. 35 ში … გულზე მჯიღის დარტყმა და სუფრაზე სამშობლოს სადღეგრძელო კარგია , მაგრამ იმ სამშობლოს ჯარისკაცებს მხოლოდ ნატოსნაირი გოგოები თუ უზრდიან… და მერე ნატოსნაირი გოგოები გაჭირვებაში გაზრდილ ბიჭებს „ნატოს“ მისიით სხვა ქვეყნებში გზავნიან რათა ოჯახი შემოსავალი გაიჩინონ  და სიცოცხლე გაიხანგრძლივონ…

ნატოსნაირი გოგოები ზრდიან ლამაზ ელენეს თამარს და ქეთოს…

ნატოს ოჯახის საკვები ძირითადად მაკარონი და კარტოფილია …

ნატოს ოჯახის მაღაზიის ვალიც 300 ლარს გადასცდა, იქიდანაც ვალზე აღარ ატანენ ….

ამიტომ ნატოს ოჯახმა  გადაწყვიტა რომ ოჯახიდან  საწოლი გაყიდოს, რომ იქნებ გაყიდული საწოლის ფულით მაინც იყიდონ წამლები და პური …

ნატოში შესვლამდე ჯერ 5 შვილის დედა ნატოს დავეხმაროთ იმ ნატომდე ეს ნატო უფრო ახლოს არის !

ლიბერთი ბანკი :  მიმღები ნატო პეპინაშვილი  GE35LB0711109172151640

ტელეფონი 551601860