Home დღის ამბები ნასკას ხაზები: იდუმალებით მოცული, გიგანტური გეოგლიფები, რომლის ამოხსნას მეცნიერები დღემდე ცდილობენ –...

ნასკას ხაზები: იდუმალებით მოცული, გიგანტური გეოგლიფები, რომლის ამოხსნას მეცნიერები დღემდე ცდილობენ – მათი დანიშნულებისა და უცხოპლანეტელებთან კავშირის ვერსიები

ნას­კას ხა­ზე­ბი არის გი­გან­ტუ­რი გე­ოგ­ლი­ფე­ბის კო­ლექ­ცია, რო­მე­ლიც პე­რუს დე­და­ქა­ლაქ ლი­მა­დან სამ­ხრე­თით, და­ახ­ლო­ე­ბით, 400 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს. სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში ნას­კას უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რის მიერ შექ­მნი­ლი და სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რე­ე­ბის, ცხო­ვე­ლე­ბი­სა და სხვა ფორ­მე­ბის და­ნახ­ვა მხო­ლოდ ცი­დან დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, ამი­ტო­მაც მისი აღ­მო­ჩე­ნა მხო­ლოდ მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში, ავი­ა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­დეგ გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. ეს ხა­ზე­ბი პირ­ვე­ლად თვითმფრი­ნა­ვის ილუ­მი­ნა­ტო­რი­დან და­ი­ნა­ხეს. მათი მას­შტა­ბე­ბი მარ­თლაც გა­მა­ო­გე­ნებ­ლი იყო. მა­შინ თით­ქმის არა­ფე­რი იყო ცნო­ბი­ლი იმ ხალ­ხის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ამ ხა­ზე­ბის შექ­მნის დროს ცხოვ­რობ­და.

80 წელ­ზე მეტი ხნის შეს­წავ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, გე­ოგ­ლი­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც 1994 წელს იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ა­ში შე­ი­ტა­ნეს, მკვლე­ვა­რე­ბის­თვის ჯერ კი­დევ სა­ი­დუმ­ლოს წარ­მო­ად­გენს.

რა არის ნას­კას ხა­ზე­ბი?

ნას­კას ხა­ზე­ბის სამი ძი­რი­თა­დი ტიპი არ­სე­ბობს: სწო­რი ხა­ზე­ბი, გე­ო­მეტ­რი­უ­ლი დი­ზა­ი­ნი და ფერ­წე­რუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი.

სა­ნა­პი­რო დაბ­ლობ­ზე 800-ზე მეტი სწო­რი ხა­ზია, რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერ­თი 48 კმ სიგ­რძი­საა. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს 300-ზე მეტი გე­ო­მეტ­რი­უ­ლი დი­ზა­ი­ნი, რო­მე­ლიც ისეთ ძი­რი­თად ფორ­მებს მო­ი­ცავს, რო­გო­რი­ცაა სამ­კუ­თხე­დე­ბი, ოთხკუ­თხე­დე­ბი და ტრა­პე­ცია, ასე­ვე სპი­რა­ლე­ბი, ის­რე­ბი, ზიგ­ზა­გე­ბი და ტალ­ღო­ვა­ნი ხა­ზე­ბი.

ნას­კას ხა­ზე­ბი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით, 70 ცხო­ვე­ლი­სა და მცე­ნა­რის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბით, რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერ­თის სიგ­რძე 370 მეტრს აღ­წევს. მა­გა­ლი­თე­ბია ობო­ბა, კო­ლიბ­რი, კაქ­ტუ­სი, მა­ი­მუ­ნი, ვე­შა­პი, ლამა, იხვი, ყვა­ვი­ლი, ხე, ხვლი­კი და ძაღ­ლი.

2011 წელს ია­პო­ნურ­მა ჯგუფ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა ახა­ლი გე­ოგ­ლი­ფი, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, თა­ვის კვე­თის სცე­ნას წარ­მო­ად­გენს. ის 4,2 მეტ­რი სიგ­რძი­სა და 3,1 მეტ­რი სი­გა­ნი­საა, ანუ ბევ­რად უფრო მცი­რეა, ვიდ­რე ნას­კას სხვა ფი­გუ­რე­ბი და ად­ვი­ლად არ ჩანს ზე­მო­დან.

2016 წელს, იმა­ვე გუნ­დმა იპო­ვა კი­დევ ერთი გე­ოგ­ლი­ფი: ის 30 მეტ­რი სიგ­რძი­საა და წარ­მო­ად­გენს მი­თი­ურ არ­სე­ბას, რო­მელ­საც აქვს ბევ­რი ფეხი და ლა­ქე­ბი სხე­ულ­ზე.

რო­გორ იქ­მნე­ბო­და ნას­კას ხა­ზე­ბი?

ან­თრო­პო­ლო­გე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ნას­კას კულ­ტუ­რა – კო­ლუმ­ბამ­დე­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­აა პე­რუ­ში. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო თა­ნა­მედ­რო­ვე პე­რუს სამ­ხრეთ სა­ნა­პი­რო­ზე ძვ. წ. II – ახ. წ. VI სს–ში. მთა­ვა­რი ქა­ლა­ქი იყო კა­უ­ა­ჩი. ჩა­ვი­ნი­სა და პა­რა­კა­სის კულ­ტუ­რებ­მა, რომ­ლე­ბიც ნას­კას ერ­თგვარ “ნი­ნაპ­რე­ბად“ მი­იჩ­ნე­ვა, შე­საძ­ლოა, ზო­გი­ერ­თი გე­ოგ­ლი­ფი შექ­მნეს.

ნას­კას ხა­ზე­ბი გან­ლა­გე­ბუ­ლია მდი­ნა­რე რიო გრან­დე დე ნას­კას აუ­ზის დაბ­ლო­ბებ­ში, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს 75 000 ჰექ­ტარ­ზე მეტ ფარ­თობს და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მშრა­ლი ად­გი­ლია დე­და­მი­წა­ზე.

ხა­ზე­ბის უმე­ტე­სო­ბა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია მი­წა­ზე ზე­და­პი­რუ­ლი თხრი­ლით, რომ­ლის სიღ­რმე 10-დან 15 სმ-მდეა. ასე­თი თხრი­ლე­ბი დი­ზა­ი­ნის ნა­წი­ლის­თვის მო­წი­თა­ლო-ყა­ვის­ფე­რი, რკი­ნის ოქ­სი­დით და­ფა­რუ­ლი კენ­ჭე­ბის ამო­ღე­ბით გა­კეთ­და, რომ­ლე­ბიც ნას­კას უდაბ­ნოს ზე­და­პირს ფა­რავს. რო­დე­საც ეს ქვი­შა ამო­ღე­ბუ­ლია, თხრი­ლის ფსკერ­ზე გა­მო­ფე­ნი­ლი ღია ფე­რის თი­ხის მიწა მკვეთ­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ფერს და ტონს მიმ­დე­ბა­რე მი­წის ზე­და­პირ­თან, წარ­მოქ­მნის თვალ­სა­ჩი­ნო ხა­ზებს. ეს ქვე­ფე­ნა შე­ი­ცავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით კირს. დი­ლის ნის­ლის ტე­ნი­ა­ნო­ბით, იგი მკვრივ­დე­ბა და ქმნის დამ­ცავ ფე­ნას, რო­მე­ლიც იცავს ხა­ზებს ქა­რის­გან, რი­თაც ხელს უშ­ლის ერო­ზი­ას. სწო­რედ ამი­ტომ გე­ოგ­ლი­ფე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძი­რი­თა­დად და­უ­ზი­ა­ნე­ბე­ლი დარ­ჩა.

ნას­კას ხა­ზე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი

ტო­რი­ბიო მე­ხია ქსეს­პე, პე­რუ­ე­ლი არ­ქე­ო­ლო­გი, ერთ-ერთი პირ­ვე­ლია, ვინც 1926 წელს ხა­ზე­ბის სის­ტე­მუ­რი შეს­წავ­ლა და­ი­წყო, მაგ­რამ გე­ოგ­ლი­ფებ­მა ფარ­თო ყუ­რა­დღე­ბა მხო­ლოდ მას შემ­დეგ მი­ი­პყრო, რო­დე­საც 1930-იან წლებ­ში ადა­მი­ა­ნებ­მა მის ზე­მოთ გა­დაფ­რე­ნა და­ი­წყეს.

1930-იანი წლე­ბის ბო­ლოს და 1940-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ამე­რი­კელ­მა ის­ტო­რი­კოს­მა პოლ კო­სოკ­მა შე­ის­წავ­ლა გე­ოგ­ლი­ფე­ბი მი­წი­დან და ჰა­ე­რი­დან. მა­ლე­ვე მან და­ას­კვნა, რომ გე­ოგ­ლი­ფებს ჰქონ­დათ ას­ტრო­ნო­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა.

მა­ლე­ვე, მა­რია რა­იხ­მა, გერ­მა­ნელ­მა არ­ქე­ო­ლოგ­მა ასე­ვე და­ას­კვნა, რომ დი­ზა­ინს ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი და კა­ლენ­დრის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქონ­და. მას სჯე­რო­და, რომ ზო­გი­ერ­თი ცხო­ვე­ლუ­რი გე­ოგ­ლი­ფი ცაში ვარ­სკვლა­ვე­ბის ჯგუ­ფებს წარ­მო­ად­გენ­და.

თუმ­ცა, 1960-იანი წლე­ბის ბო­ლოს და 1970-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, სხვა მკვლე­ვა­რებ­მა, მათ შო­რის ამე­რი­კელ­მა ას­ტრო­ნომ­მა ჯე­რალდ ჰო­კინსმა, შე­ის­წავ­ლეს ნას­კას ხა­ზე­ბი და არ და­ე­თან­ხმნენ გე­ოგ­ლი­ფე­ბის ას­ტრო­ნო­მი­ულ ახ­სნას.

თა­ნა­მედ­რო­ვე პო­პუ­ლა­რულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ხში­რად შევ­ხვდე­ბით ვა­რა­უდს, რომ ნას­კას ნა­ხა­ზე­ბი უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის მი­ე­რაა შექ­მნი­ლი და ისი­ნი მათ ხო­მალ­დე­ბის ასაფ­რენ-და­საფ­რენ ბი­ლი­კე­ბად იყე­ნებ­დნენ. მაგ­რამ ამ ვა­რა­უ­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, აუხ­სნე­ლი რჩე­ბა ის ფაქ­ტი, რომ თუკი უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებს ვარ­სკვლავთშო­რის სივ­რცე­ებ­ში სი­ნათ­ლის წლე­ბის გა­მოფ­რე­ნა ძა­ლუძთ, რაში სჭირ­დე­ბო­დათ და­ხა­ზუ­ლი ასაფ­რენ-და­საჯ­დო­მი ბი­ლი­კე­ბი.

ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ნას­კას ხა­ზე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო წყალ­თან, რაც პე­რუს მშრალ მი­წებ­ზე ფუ­ფუ­ნე­ბას წარ­მო­ად­გენ­და. მი­იჩ­ნე­ვენ, რომ გე­ოგ­ლი­ფე­ბი არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, რო­გორც სარ­წყა­ვი სის­ტე­მა ან გზამ­კვლე­ვი წყლის სა­პოვ­ნე­ლად, არა­მედ რო­გორც ღმერ­თე­ბის რი­ტუ­ა­ლის ნა­წი­ლი – წვი­მის მოყ­ვა­ნის შე­სა­ხებ.

ზო­გი­ერ­თი მეც­ნი­ე­რი ამ თე­ო­რი­ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად მი­უ­თი­თებს ცხო­ველ­თა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებს, რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერ­თი წვი­მის, წყლის ან ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლოა და სხვა­დას­ხვა დროს პე­რუს სხვა უძ­ვე­ლეს ად­გი­ლებ­სა და ჭურ­ჭელ­ზე არის აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

მსოფ­ლი­ოს სხვა რე­ლიქ­ვი­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ნას­კას ხა­ზე­ბი დიდ­წი­ლად და­ცუ­ლია უნებ­ლიე გა­ნად­გუ­რე­ბის­გან, მათი მდე­ბა­რე­ო­ბის წყა­ლო­ბით. მაგ­რამ გე­ოგ­ლი­ფე­ბი ბოლო წლებ­ში რამ­დენ­ჯერ­მე მა­ინც და­ზი­ან­და:

2009 წელს ძლი­ერ­მა წვი­მამ ნას­კას ხა­ზებს გარ­კვე­ულ­წი­ლად მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­უც­ვა­ლა.

ხუთი წლის შემ­დეგ გა­რე­მოს­დაც­ვით­მა ჯგუფ­მა Greenpeace- მა მე­დი­ა­ტუ­რის დროს კო­ლიბ­რის გე­ოგ­ლი­ფის მახ­ლობ­ლად ტე­რი­ტო­რია და­ა­ზი­ა­ნა. აქ­ტი­ვის­ტებ­მა ქა­ნე­ბის ზედა ფენა და­არ­ღვი­ეს.

2018 წელს კი კო­მერ­ცი­უ­ლი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის მძღო­ლი და­ა­კა­ვეს მას შემ­დეგ, რაც ის ნას­კას ხა­ზე­ბის ნა­წილ­ზე გა­და­ვი­და და ღრმა ნა­წი­ბუ­რე­ბი და­ტო­ვა. სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის მძღო­ლის მიერ მი­ყე­ნე­ბულ­მა ზა­რალ­მა, ობი­ექ­ტებ­ზე მეტი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა გა­ნა­პი­რო­ბა.