Home მსოფლიო ნასა-მ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის პირველი ფოტო გაავრცელა

ნასა-მ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის პირველი ფოტო გაავრცელა

ნასა-მ ჯეიმს ვების ახალი კოსმოსური ტელესკოპის პირველი ფოტო გაავრცელა.

მიიჩნევენ, რომ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის პირველი ფოტო შორეული სამყაროს ყველაზე ღრმა და დეტალური ინფრაწითელი ხედია.

ფოტოზე ჩანს სამყაროს პატარა მონაკვეთი, სახელწოდებით SMACS 0723, მოციმციმე გალაქტიკების, მათ შორის უძველესი გალაქტიკების, სინათლე.

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ფოტო თეთრ სახლში ბრიფინგზე წარუდგინეს.

”გამაოგნებელია. ეს არის ისტორიული მომენტი მეცნიერებისა და ტექნოლოგიებისთვის, ამერიკისთვის და მთელი კაცობრიობისთვის. ეს სურათები შეახსენებს მსოფლიოს, რომ ამერიკას შეუძლია დიდი საქმეების გაკეთება და შეახსენებს ამერიკელ ხალხს, განსაკუთრებით ჩვენს შვილებს, რომ არაფერია ჩვენი შესაძლებლობების მიღმა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ნასა-მ პირველად შარშან, 25 დეკემბერს გაუშვა, მას ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის „მემკვიდრედ“ მიიჩნევენ. ტელესკოპი ცაზე ყველა სახის დაკვირვებას განახორციელებს, მაგრამ ორი ძირითადი მიზანი აქვს : პირველი არის ვარსკვლავების ფოტოების გადაღება, რომლებიც სამყაროში 13.5 მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ ანათებდნენ და მეორე არის შორეული პლანეტების გამოკვლევა, რათა დადგინდეს, არიან თუ არა ისინი საცხოვრებლად ვარგისი.