ავარია მოხდა თელავის მუნიციპალიტეტში. შემთხვევა სოფელ ნასამხრალში,
საკომენდანტო საათის ამოქმედებიდან დაახლოებით ერთ სააათში ერთმანეთს opel-ისა და golf -ის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
სახის არეში მრავლობითი დაზიანებები მიიღო ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა, რომელსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. დაშავებული გადაყვანილია საავამყოფოში.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩებიან ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.